ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
     ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი დავგეგმე ორივე საგნის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების გათვალისწინებით. გაკვეთილის დაწყებისას გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი, ავუხსენი ინტეგრირებული გაკვეთილის დანიშნულება.
      გაკვეთილი ჩატარდა გეგმის მიხედვით, აქტივობები შევარჩიე  უცხოური ენის მასწავლებელთან შეთანხმებით,  რის საშუალებითაც მივაღწიე მიზანს. შერჩეული აქტივობები მრავალფეროვანი იყო და ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციას. პირველი აქტივობის (დანაწევრიანებული ტექსტის შედგენა) მიზანი იყო მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევა, მათ შევთავაზე წინადადებები ქართული და ინგლისური ტექსტებიდან , რომლის საშუალებით ისინი მოიპოვებდნენ დამატებით ინფორმაციას. მეორე აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, სწორედ ამიტომ შევთავაზე მოსწავლეებს ტექსტის ანალიზის განსხვავებული მეთოდი, მათ მივანიჭე გარკვეულ სფეროებში ექსპერტების წოდება, რაც საკმაოდ ეფექტიანი იყო და მოსწავლეები სათითაოდ იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში.
     მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მათი ინტერესი შენარჩუნებული იყო გაკვეთილის დასრულებამდე. საკლასო გარემო  ხელს უწყობდა აქტივობების შეუფერხებლად შესრულებას. მოსწავლეები თავს თავისუფლად გრძნობდნენ და მაქსიმალურად იყვნენ გახსნილი.  ჩემთვის დავიტოვე აქტიური მსმენელის პოზიცია და მხოლოდ მითითებებს ვაძლევდი მოსწავლეებს ამა თუ იმ აქტივობის შესრულებისას.
 გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს გამოეყენებინათ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნა სხვადასხვა სიტუაციაში, რაც , ჩემი აზრით, ხელს შეუწყობს მათ სკოლაში მიღებული ცოდნის და ათვისებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებას.
           გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ინტეგრირებისთვის სწორად შერჩეული საგნები, რამაც განაპირობა მოსწავლეებში გაკვეთილისადმი ინტერესი და აამაღლა მათი მოტივაცია. განსაკუთრებით ეფექტიანი იყო ინტერვიუ ინგლისური ენის მასწავლებელთან, რის საშუალებითაც მოსწავლეებმა შეძლეს მათთვის საინტერესო დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და , ვფიქრობ, უკეთ გაიგეს ინტეგრირებული გაკვეთილის დანიშნულება. სუსტი მხარე: კლასის მართვა (მოსწავლეთა მეორე ჯგუფის ინტერვიუს ჩამორთმევისას, პირველი ჯგუფის მოსწავლეებმა დაიწყეს ერთმანეთში გამოლაპარაკება და დამჭირდა რამდენიმე ჯერ   შენიშვნის მიცემა) და ასევე უკეთესი იქნებოდა მოსწავლეებისთვის ხშირი და ზუსტი კომენტარების მიცემა, ვინაიდან გაკვეთილის შეფასებისას ავირჩიე განმავითარებელი შეფასების ფორმა.   ვფიქრობ , ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარა ჩემს კოლეგებს ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას. საგაკვეთილო პროცესის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ბლოგზე, antoninajakelidze.blogspot.com




გეოგრაფიული საშუალებების (რუკა, ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა ) გამოყენება და შექმნა
კითხვა, წყაროზე მუშაობა
წაკითხული ინფორმაცია ერთი ან რამდენიმე ელემენტებისაგან შედგება
ესაჭიროება მითითებები როგორ მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, მოპოვებული ინფორმაცია, არასრულია და ზოგჯერ უზუსტო
დამოუკიდებლად და სრულიად მოიპოვებს ინფორმაციას
გეოგრაფიული რუკების გამოყენება
უჭირს ადეკვატური მონაცემების შეგროვება
ერევა საშუალებების თემატური დანიშნულება, სრულად ვერ მოიპოვებს და ამუშავებს ინფორმაციას
ანსხვავებს სხვადასხვა ტიპის საშუალებებს თემატიკის მიხედვით და შეუძლია მათი გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება, შედარება და ინტერპრიტაცია

                                        





















                                  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი, გვარი
საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)
ნაშრომის წარმოჩენის უნარი
შემოქმედებითი უნარი
თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
თვალსაჩინოებების გამოყენება
აუდიტორიასთან კონტაქტი
ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
დროის ლიმიტის დაცვა


                                                  საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

საკუთარი პრაქტიკის კვლევა

ინტელექტუალური კლუბის ,,რა? სად? როდის?" დოკუმენტაცია

სოციალური პროექტი ,,კითხვის დროა"