ინტელექტუალური კლუბის ,,რა? სად? როდის?" დოკუმენტაცია

        სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო  სკოლის  კლუბ  ,,რა? სად? როდის?“- ის
წესდება
1. ზოგადი    დებულებები
1.1. სსიპ  წალ;კის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს  საჯარო  სკოლის  კლუბი ,,რა? სად? როდის?“-ის (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
1.2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი  სასწავლო წლის  ვადით.
1.3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო,  აგრეთვე   შეიძლება   ჰქონდეს   სხვა  რეკვიზიტები.
1.4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა.
2. კლუბის  მიზნები  და  ამოცანები
2.1.  მოსწავლეთა  საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია   განახორციელოს  ნებისმიერი  საქმიანობა, რომელიც  ემსახურება  კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია  შედეგზე   და  არ ეწინააღმდეგება  საქართველოს  კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის  ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

3.1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის  საბაზო/საშუალო საფეხურის    მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით   ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში,დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;
3.6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
3.7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;
ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.

4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

4.1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

5. კლუბის  მუშაობა

5.1. კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამოქმედო  გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში  ქმნის  facebook –ის და blog-ის გვერდს, სადაც  განთავსდება ინფორმაცია  კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და  ფოტომასალა კლუბის  საქმიანობის  შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად  კლუბის წევრები:
•           ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
•           ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
•           უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
•           წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6. ცვლილებების შეტანა
 წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

7. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.





















დანართი N1

სსიპ -----------------------------------------
საჯარო სკოლის -------------------------
კლუბის კურატორს ----------------------------

                          ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------


გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.

პატივისცემით,

განმცხადებელი:
თარიღი:                          

                 

                      ინტელექტუალური კლუბი ,,რა? სად? როდის?“
კლუბის პროგრამა მიზნად ისახავს ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარების ჰოლისტური და მკაფიო სტრუქტურის ჩამოყალიბებას  და საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეთა საქმიანობას, მათში მორალის პრინციპების სწავლებას, ასევე მეცნიერების და კულტურის პოპულარიზაციას.
კლუბის დებულება:
1.ზოგადი მდგომარეობა
1.1. ინტელექტუალური კლუბი არის ნებაყოფლობითი ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური თამაშების განვითარებას, პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას.
1.2კლუბი ორგანიზებულია სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში- წალკის მუნიციპალიტეტის ავრანლოს საჯარო სკოლა.
1.3. . კლუბი არ  ეწევა  პოლიტიკურ და რელიგიურ საქმიანობას. კლუბის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაზე აკრძალულია ნებისმიერი პოლიტიკური და რელიგიური აგიტაცია.
2.კლუბის მიზანი და ამოცანა
მიზანი:მოზარდებში შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა-განვითარება.
ამოცანა: ინტელექტუალური თამაშების პროპაგანდა და განვითარება;მოსწავლეთა თავისუფალი დროს ორგანიზება კომუნიკაბელურობის და ჯამრთელი ცხოვრების წესის განსავითარებლად.
3.მართვის ორგანიზება
3.1.კლუბის აერთიანებს სკოლის გუნდებს, კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ გუნდს ,რომელიც შედგება მოსწავლეებისაგან და მისი წევრების რიცხვი არ აღემატება 6 მოსწავლეს.
3.2.საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ კლუბის საბჭოს წევრები- კლუბის ორგანიზატორი და გუნდის კაპიტნები, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
3.3.კლუბის ორგანიზატორი წარმოადგენს გუნდის წევრებთან შეთანხმებულ კლუბის სამუშაო გეგმას მიმდინარე სეზონზე; კოორდინაციას უწევს ინტელექტუალური თამაშების ჩატარებას.
4.კლუბის წევრების უფლებები და მოვალეობები
4.1.კლუბის წევრებს უფლება აქვთ:
·         მიიღონ მონაწილეობა კლუბის ღონისძიებებში , როგორც გუნდის წევრი
·           კლუბის საბჭოს წევრების არჩევა და საბჭოს წევრობა
·         შეიტანონ განცხადებები კლუბის საქმიანობის გაუმჯობესების მიზმნით
·         წარმოადგინონ კლუბი რაიონულ ტურნირებში
4.2. კლუბის წევრები ვალდებული არიან:
·         აქტიური მონაწილეობა მიიღონ კლუბის საქმიანობაში
·         დაიცვან კლუბის დებულებაში გათვალისწინებული წესები
4.3. კლუბის წევრობა შეიძლება შეწყდეს ნებაყოფლობით ან კლუბის დებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში.
ინტელექტუალური კლუბის ,,რა? სად? როდის?“ 2017-2018 წლის სამუშაო გეგმა
          აქტივობა
ჩატარების დრო
პასუხისმგებელი პირი
1
მოსწავლეთა ტესტირება
სექტემბერი
კლუბის ხელმძღვანელი
2
გუნდების არჩევა(IX-XII კლასის მოსწავლეები)
სექტემბერი-ოქტომბერი
ადმინისტრაცია,კლუბის ხელმძღვანელი
3
ლიტერატურის შერჩევა და გაცნობა
სისტემატურად
კლუბის ხელმძღვანელი,ბიბლიოთეკარი
4
სკოლის გუნდებს შორის მინი-თამაშები
სისტემატურად
კლუბის ხელმძღვანე-ლი,მასწავლებლები,
გუნდები
5
ლოგიკური ამოცანების ამოხსნა
სისტემატურად
კლუბის ხელმძღვანელი
6
შიდა სასკოლო ტურნირის ჩატარება
მარტი-აპრილი
კლუბის ხელმძღვანელი, სკოლის  გუნდები,ადმინისტრაცია


7
კლუბის საქმიანობის ფოტომასალის ატვირთვა სკოლის სოციალურ საიტზე

სისტემატურად
კლუბის ხელმძღვანელი
8
რაიონის ჩემპიონატში მონაწილეობა
აპრილი- მაისი
კლუბის ხელმძღვანელი ,ადმინისტრაცია,სკოლის ნაკრები გუნდი





Комментарии

Популярные сообщения из этого блога

საკუთარი პრაქტიკის კვლევა

სოციალური პროექტი ,,კითხვის დროა"