ჩემი კვლევა
რატომ უჭირთ მეშვიდე კლასის მოსწავლეებს გეოგრაფიაში სასწავლო მასალის და ტერმინოლოგიის ათვისება
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
ანტონინა ჯაყელიძე
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
ავრანლო 2018-2019 ს/წ
სარჩევი
1. შესავალი..............................................................................გვ.№1 2. ლიტერატურის მიმოხილვა.............................................გვ.№4 3. კვლევის დიზაინი..............................................................გვ.№19 3.1 საკვლევი საკითხები...........................................................გვ.№19 3.2 სამიზნე ჯგუფი.............................................................გვ.№20 3.3 კვლევის მეთოდები.....................................................გვ.№20 3.4 მონაცემთა ანალიზი....................................................გვ.№.20 3.5 ქმედებები / ინტერვენციები......................................გვ.№29 3.6 ქმედებების / ინტერვენციების შეფასება..................გვ.№30 4. დასკვნა და რეკომენდაციები............................................გვ.№32 5. ბიბლიოგრაფია....................................................................გვ.№33 6. დანართები...........................................................................გვ.№ 35
1
1.შესავალი
ნებისმიერი საქმის წამოწყებისას ნებისმიერ ადამიანს, რაოდენ პროფესიონალიც არ უნდა იყოს, სჭირდება თანადგომა, მითუმეტეს კი საკუთარი პრაქტიკის კვლევის წამოწყებისას. ამიტომ უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ,უპირველეს ყოვლისა, ჩემს მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევაში და მაქსიმალირად შეეცადნენ მოეწოდებინათ სრულყოფილი ინფორმაცია , ჩემს ტრენერს ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს, ჩემს ძვირფას კოლეგებს დარეჯან ანთაძეს, თამარ გოგოლაძეს, რომლებიც მიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მთელ პედაგოგიურ კოლექტივს მხარდაჭერისთვის.
ნაშრომში წარმოდგენილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლო საჯარო სკოლის VII კლასში ჩატარებული პრაქტიკის კვლევა. რომელშიც განხილულია გეოგრაფიაში სასწავლო მასალის და ტერმინოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეების წარმოქმნის მიზეზები, მათი დიაგნოსტირება და , შესაბამისად, დაგეგმილი ინტერვენციების გამოყენება.
თემის აქტუალობა
საკუთარი პრაქტიკის კვლევა საკმაოდ ახალი და აგრეთვე აქტუალური თემაა პედაგოგიურ საქმიანობაში. თავისი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა მასწავლებელი მკვლევარია, მაგრამ ყოველდღიური საგაკვეთილო დაკვირვება ზოგჯერ არ არის საკმარისი ხელი შეუწყოს მასწავლებელს რომელიმე კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სასწავლოსაგანმანათლებლო პროგრამები მეტწილად ზოგადი სახისაა, მაშინ, როცა პრაქტიკაში ყველა სკოლას თავისი სპეციფიკა გააჩნია. სკოლის და, განსაკუთრებით, მოსწავლეების საჭირობებში ვერავინ ერკვევა ისე კარგად, როგორც მასწავლებელი, რომელიც ამ სკოლის მოსწავლეებთან მუშაობს. თანამედროვე საბაზო ცოდნის სისუსტე-თანამედროვე სასკოლო მომზადების სერიოზული ნაკლია. ეს კი ეწინააღმდეგება თანამედროვე საზოგადოების საჭიროებებს, რომელიც ისწრაფვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისკენ. ვინაიდან გაკვეთილი კვლავ რჩება საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების ძირითად ფორმად, საჭიროა მოიძებნოს მისი ეფეკტურობის ამაღლების ისეთი გზები, რომლებიც არამარტო სასწავლო საბაზო მასალის ათვისების შესაძლებლობას მისცემს ყველა მოსწავლეს, არამედ ხელს შეუწყობს მათი პიროვნების შემოქმედებით განვითარებას. გენიოსები - ბუნების იშვიათი მოვლენაა. ბავშვები , რომლებიც საუკეთესო შედეგებს აღწევენ ყველა საგანში და არავითარ პრობლემას არ უქმნიან მასწავლებლებს და მშობლებს ერთეულებია. ჩნდება კითხვა: რა ვუყოთ სხვა დანარჩენ ბავშვებს, რომლებიც ასე განსხვავებულები არიან, ჭკვიანი, მაგრამ ყურადღებაგაფანტული, ნიჭიერი, მაგრამ ჰიპერაქტიურები? მათ, ვინც სასწავლო მასალას თავიდან ბოლომდე იზეპირებს, მაგრამ არ იცის , როგორ
2
უპასუხოს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას და როგორ გამოიყენოს ნასწავლი წესები და ტერმინები? როგორ განვახორციელოთ მათი წარმატებული სწავლება? რა პირობები უნდა გავითვალისწინოთ, იმისათვის , რომ კლასში არ დარჩეს წარუმატებელი მოსწავლე? სწავლების რა მეთოდებს უნდა მივმართოთ, რომ თითოებულმა მათგანმა თავი წარმატებულად იგრძნოს, შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება; მშობლებთან და მეგობრებთან ერთად დავეხმაროთ თავიანთ პრობლემებთან გამკლავებაში? მასწავლებელი ვალდებულია შეიმუშავოს მოსწავლეებთან მუშაობის ისეთი სისტემა, რომელიც დაეხმარება ისეთი გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებაში, როგორიცაა გეოგრაფიის საგნის შესწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეები. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში ყველა მასწავლებელი მიდის იმ დასკვნამდე, რომ პრაქტიკის კვლევა სწორედ ის აქტივობაა, რომელიც დაეხმარება მას სიღრმისეულად შეისწავლოს პრობლემა და მოძებნოს მისი გადაჭრის ეფექტიანი გზები.
ჩემი პრაქტიკის მანძილზე ბევჯერ შევხვედრივარ ისეთ პრობლემას , როგორიცაა სასწავლო მასალის ათვისებასთან და აგრეთვე გეოგრაფიული ტერმინოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც ძირითადად გამოიხატება იმაში , რომ გაკვეთილზე აქტიური ჩართულობის მიუხედავად, დამოუკიდებლად მუშაობისას, მოსწავლეებს უჭირთ შეძენილი ცოდნის გამოყენება, განსაკუთრებით კი საბაზო საფეხურის მოსწავლეებში. ჩემს შემთხვევაში კი კერძოდ მეშვიდე კლასში. მას შემდეგ, რაც ჩემი წარუმატებლობა კოლეგებს გავუზიარე, აღმოჩნდა , რომ ამ კლასში ეს პრობლემა სხვა საგნის მასწავლებლებსაც აწუხებდა. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ აუცილებელი იყო სიღრმისეულად გამომეკვლია კლასში არსებული მდგომარეობა, შემესწავლა მოსწავლეების საჭიროებები.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩავატარო კვლევა მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან , დავადგინო და შევისწავლო ყველა მიზეზი, რომლების გამოც მოსწავლეებს უჭირთ ერთი შეხედვით ისეთი ადვილი საგნის შესწავლა , როგორიცაა გეოგრაფია.
კვლევის მიზანი: მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, დიაგნოსტიკური ტესტირების საშუალებით, დავადგინო და შევისწავლო პრობლემის წარმოქმნის მიზეზები, დავგეგმო და განვახორციელო ინტერვენციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საგნისადმი ინტერესის და სწავლა-სწავლების უნარების განვითარებას.
3
კვლევის ეტაპები
ოქტომბ ერი- ნოემბე რი
დეკემ ბერი
იანვა რი
თებერ ვალი
მარ ტი
აპრი ლი
მაი სი
ივ ნი სი
კვლევის თემის განსაზღვრა; საკვლევი კითხვების შერჩევა
საკუთარი პრაქტიკის კვლევის ტრენინგზე დასწრება; ლიტერატურის მოძიება და დამუშავება
კითხვარების შედგენა მონაცემების შეგროვება- ანალიზი; ინტერვენციების შერჩევა ინტერვენციების განხორციელება დასკვნების გამოტანა; გამოცდილების გაზიარება
4
1. ლიტერატურის მიმოხილვა
მოზარდეებს 11-12 წლის ასაკში აინტერესებთ აბსოლუტურად ყველაფერი. მას აინტერბს ომისა და მშვიდობის, სიცოცხლისა და სიკვდილის, ისტორიული წარსულისა და ფანტასტიკური მომავლის პრობლემები. ცნობისმოყვარეობის ასეთი "აფეთქება", რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. იგი გვიჩვენებს, რომ ბავშვი აქტიურად შეისწავლი სამყაროს. მაგრამ არსებობს პრობლემა: მისი ინტერესები ძირიტადად ზედაპირულია და სცდება სასკოლო პროგრამის ჩარჩოებს. მოზარდი მთელ დროს უთმობს მისთვის საინტერესო საკითხების შესწავლას, სწავლისატვის კი საკმარისი დრო არ რჩება. ამიტომ ნუ გაიკვირვებთ, როცა სახლსი ბავშვი კითხულობს ისტორიულ ნაწარმოებს, სკოლაში კი ისტორიის გაკვეთილზე მიღებული შეფასება არ გაუმჯობესებულა. ამასთან მოზარდის ინტერესები საკმაოდ სწრაფად იცვლება.ეს ფაქტიურად ჩამოყალიბებული ინტერესები კი არა, უფრო ინტერესთა გარკვეული ბაზის შექმნაა. მომავალში არსებულ საფუძველზე ჩამოყალიბდება ნამდვილი, მნიშვნელოვანი პირადი ინტერესები. საერტო ინტერესების საფუძველზე მოზარდეები ერთიანდებიან ჯგუფებში. ზოგჯერ ამ ასაკსი საპირისპირო მოვლენას აქვს ადგილი - მოზარდს არაფერი აინტერესებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სოციალური პირობები ასევე არსებული საზოგადოება, რომელიც გავლენას ახდენს მოზარდის ინტერესებზე. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცოდნის ათვისებას უკავშირდება. თუ დაწყებით სკოლაში ბავშვის სწავლება აგებული იყო მისი ყოველდღიური გამოცდილების შესაბამისად, საშუალო სკოლაში მოზარდს აბსტრაქტული კატეგორიებით აზროვნებას ასწავლიან. აქედან გამომდინარე მას უჭირს, გამოიყენოს შეძენილი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში. იმისათვის , რომ არსებულ რეალობასთან კავშირი იპოვოს, საჭიროა აითვისოს სხვადასხვა განსაზღვრებების და კანონზომიერბების სისტემა. ეს კი გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ამიტომ მოზარდეების უმრავლესობა დაუფიქრებლათ იზეპირებს მასალას, ე.ი. ითვისებენ მას ფორმალურად, არ წვდებიან შესწავლილის არსს. ასეთი სწავლა (დაზეპირება გააზრების გარეშე, მექანიკურად) არ ანიჭებს მოსწავლეს სიხარულს, აგრეთვე ხელს უწყობს მისი დაღლილობის ამაღლებას. მაგრამ იგი აგრძელებს ასეთ ,,სწავლას“ კარგი შეფასების მოლოდინში. ცოდნის ფორმალური ათვისების სხვა სახეობა გამოიხატება იმაში, რომ ბავშვს არ შეუძლია გამოიყენოს თავისი თეორიული ცოდნა კონკრეტულ სიტუაციაში.
როგორ დავეხმაროთ მოზარდს არსებულ სიტუაციაში:
5
მხარი დაუჭირეთ მის ყველა მცდელობას, მიუხედავად მათი დროებითი ხასიათისა. წაახალისეთ მისი ინტერესები. ხელი შეუწყეთ ბავშვის თვითსეფასების განვითარებას. დაეხმარეთ მას გააანალიზოს საკუთარი წარუმატებლობა. ეს ხელს შეუწყობს მომავალში არ დაუშვას მსგავსი შეცდომა. განუვითარეთ მოზარდს სურვილი გაერკვეს რეალური მოვლენების არსში, გაიგოს მიზეზ-შედეგობივი კავშირები. ეს ხელს შეუწყობს მას დაინახოს და გაიაზროს გარკვეული კანონზომიერებები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი ცოდნა ცხოვრებაში. [1] https://sch224s.mskobr.ru/files/problemi-6-8kl.pdf
,,ადამიანის ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებასთან, რომელიც არის განვითარების საშუალებაც და მასალაც. ამიტომ ბავშვის აღზრდისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების მატერიალური მხარის შესახებ ცოდნის მიწოდება, რომელიც მას გამოადგება არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრებაშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საგნებად ჯ. დიუი მიიჩნევდა ისტორიას და გეოგრაფიას, რომელიც დაკავშირებულია ერთდროულად როგორც ბუნებასთან, ასევე - საზოგადოების სოციალურ ცხოვრებასთან.“[2]
,, სწავლის პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როცა რაღაც ხდება მოსწავლის ,,შიგნით“. შემეცნებას, რომელიც მიმდინარეობს ,,მე“-ში, საქმე აქვს არა აზროვნებასთან (აზროვნებაა არის მხოლოდ ინსტრუმენტი), არამედ - გრძნობებთან, რწმენასთან, გაგებასთან, ძიებასთან, მიდრეკილებასთან.
ჯ. დიუის აზრით, სწავლა უფრო ეფექტური იქნება, თუ ის დაეფუძნება მოსწავლეთა შეკითხვებს, ინტერესებსა და საჭიროებებს.“[3]
,,პედაგოგიკის მთავარი ამოცანაა მოსწავლეებისთვის იმ ფაქტების მიწოდება, რომელიც დაკვირვების, პრობლემის წამოჭრისა და გამოცდილების გაფართოების საშუალებას იძლევა. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს, რომელი განწყობები და ტენდენციები გამოიწვევს განვითარებას და რომელი- არა. მასწვლებლის ვალდებულებაა, ხელიდან არ გაუშვას ამგვარი, განვი\ტარების პერსპექტივის მქონე ,,შემთხვევა“.
მასწავლებლის მთავარი მეთოდი საკუთარი საგნის კარგად ცოდნაა. ეს აძლევს მას საშუალებას, ისე დაგეგმოს საასწავლო პროცესი, რომ ის მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს. მასწავლებელზე დამოკიდებულია, მაგალითად, თუ რა თანამიმდევრობით გააცნობს მოსწავლეებს ფაქტებსა და მოვლენებს მეცნიერებიდან. შეიძლება ითქვას, რომ იგი თავად ქმნის თავის საგანს, ითვალისწინებს რა მოსწავლეების მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს.
6
სწავლება უნდა მიმდინარეობდეს შრომითი და თამაშის აქტივობის გამოყენებით. ბავშვმა ცოდნა უნდა შეიძინოს ,,კეთების“ საშუალებით; პრობლემური სიტუაციის კვლევით; სხვადასხვა მაკეტისა თუ სქემის დამზადებით; კითხვებზე პასუხის გაცემით.
სწავლების პროცესი უნდა წარიმართოს კერძოდან ზოგადისკენ, შემეცნების იდუქციური მეთოდის გამოყენებით.“[4]
,,სწავლება და სწავლა კორელაციური, ანუ ურთიერთდამოკიდებული პროცესებია; ზუსტად ისევე, როგორც გაყიდვა და ყიდვა. ადამიანი ვერ იტყვის, რომ გაყიდა, თუკი მისგან არავის არაფერი უყიდია და ვერც იმას იტყვის, რომ ასწავლა, თუკი მისგან არავის არაფერი უსწავლია. მაგრამ საგანმანათლებლო ტრანზაქციაში მოსწავლის ინიციატივა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვაჭრობაში - მყიდველისა. თუკი აზროვნების სწავლა იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი უნარ- ჩვევების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენება ისწავლოს, მაშინ სწავლება მიტ უფრო მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ სხვებს იმ უნართა გამოყენება და განვითარება შეაძლებინო, რომლებიც მათში ისედაც აქტიურია. ამის ეფექტურად განხორციელება სრულიად შეუძლებელი იქნება, თუ მასწავლბელს წარმოდგენა არ ექნება, რა ტიპის ჩვევებთან, უნარებსა და ტენდენციებთან მოუწევს საქმის დაჭერა.
ამ ბუნებრივი განძის ინვენტარიზაციის ნებისმიერი მცდელობა, გარკვეულწილად, საკმაოდ შეუზღუდავი იქნება, რადგანაც გზადაგზა უამრავი რთული დეტალი იჩენს თავს. თუმცა მაინც შეიძლება აზროვნებისათვის დამახასიათებელი არსებითი ფაქტორების დადგენა და მისი მთავარი ელემენტების ზოგადი მონახაზის ჩამოყალიბება. აზროვნება, როგორც აღვნიშნეთ, გულისხმობს გარკვეული დასკვნის გამოტანისათვის საჭირო შეთავაზების მიღებასა და, საბოლოო დასკვნების გამოტანამდე, ამშეთავაზების სანდოობის გადასამოწმებელ კვლევა - ძიებას. ეს კი, თავის მხრივ ვარაუდობს (ა) იმ ფაქტებისა თუ გამოცდილებების გარკვეული მარაგისა თუ ფონდის არსებობას, რომლის საფუძველზეც აღმოცენდა კონკრეტული შეთავაზებები; (ბ) თავად შეთავაზებების სისხარტეს, მოქნილობასა და ნაყოფიერებას; და (გ) მათ აკურატულობას, თანამიმდევრულობასა და ადეკვატურობას. ცხადია, პიროვნებას შესაძლოა რაიმე ტიპის დაბრკოლება შეექმნას ზემოაღნიშნული სამი პირობოდან ერთერთში: შესაძლოა მისი აზროვნება არ იყოს რელევანტური, მასშტაბური ანდა დახვეწილი, იმ მარტივი მიზეზით, რომ საკმარისი რაოდენობით ვერ მოიძია მასალა, რომელსაც დასკვნის გამოტანისას დაეყრდნობოდა; ანდა ეგებ მასლა კი უხვად მოიძიოს, მაგრამ მოძიებული ადვილად და თვალსაჩინოდ არ ადასტურებს კონკრეტულ შეთავზებას; დაბოლოს, შესაძლოა ეს ორი პირობა კი სესრულდეს, მაგრამ თავად შემოთავაზებული იდეები აღმოჩნდეს უადგილო, არათანამი-მდევრული, არაკოჰერენტული, ანდა სულაც არარეალური.“[5]
7
,,შეთავაზების ფუნქციას მრავალი ასპექტი (ანუ განზომილება) აქვს , რომელიც პიროვნების თვისებებიდან გამომდინარე, თავადაც ვარიაციულია და კომბინაციების დონეზეც ვარირებს. ეს განზომილებები გულისხმობს აზროვნების თავისუფლების ხარისხს, სისხარტეს, დაქანებას, მრავალმხრივობას, სიღრმესა დამდგრადბას. პიროვნებათა საყოველთაოდ მიღებული დაყოფა შეზღუდული და ნათელი გონების ადამიანებად, ჩვეულებრივ ეფუძნება ხოლმე მათ მზაობას ანუ შემძლეობას, რაც შეიძლება სხარტად და მარჯვედ წარმოაჩინონ თავიანთი შეთავაზებები რაიმე მოვლენებთან, ხდომილებებსა თუ საგნებთან დაკავშირებით. ის, რაც ეპითეთებით:,,შეზღუდული“ და ,,ნათელი“ გამოიხატება, გულისხმობს, რომ ზოგის ტვინი შეუვალია ანდა ძალიან დუნედ ითვისებს სიახლეებს და ყველაფერი, რასაც მას შესთავაზებ, რუხ ერთფეროვნებაში იკარგება, ყოველგვარი უკიუგების გარეშე; სხვების გონება კი შეთავაზებას მარჯვედ აირეკლავს და ნათელ ფერებში ასახულს დაგიბრუნებს უკან. გონებაშეზღუდულები რეაქციას არ გამოხატავენ, ნათელი გონების ადამიანები კი მკვეთრად რეაგირებენ სიახლეზე და შეთავაზებულ ვერსიას სახეცვლილი ხარისხით გიბრუნებენ უკან. ინერტულ ანუ გაყინულ ტვინს ძლიერი ბიძგი ანდა რაიმე ძლიერი შოკი ესაჭიროება რომ გატოკდეს, გალხვეს და რაიმე შეთავაზებამდე მივიდეს; ნათელი და გახსნილი გონება კი სხარტად რეაგირებს ყველაფერზე და მოსალოდნელი შედეგების ინტერპრეტაციებსა და საკუთარ ვერსიებსაც კი გვთავაზობს.
ასეა თუ ისე, მასწავლებელმა რა უნდა დაუსვას მოსწავლეს გონებაშეზღუდულო-ბის დიაგნოზი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასკოლო სახელმძღვანელოში მოცე-მული ანდა მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილი ვერ გაიგო. მოსწავლემ, რომელსაც უიმედო იარლიყი მიაკრეს, შესაძლოა სწარაფი და ნაყოფიერი რეაქცია მი-აგებოს ისეთ საკითხს, რომელიც მას აინტერესებს, ანდა ძალიან მარჯვე და საზრიანი რმოჩნდეს რომელიმე კლასგარეშე ღონისძიებასა თუ სპორტში. და მართლაც, იმავე სასკოლო საგანს სხვა კონტექსტში თუ ჩავსვამთ და სხვა მეთოდს მივუსადაგებთ, შე-საძლოა უნდილი მოსწავლის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალოს. ბიჭი, რომელიც გეომეტრიაში ვერ ირკვევა, შესაძლოა საკმაოდ ძლიერიც აღმოჩნდეს ამ საგანში, თუკი მისი შესწავლა რაიმე ტიპის ხელგარჯილობის კონტექტში დასჭირ-დება. გოგნა, რომელიც ისტორიულ ფაქტებს ერთმანეთტანვერ აკავშირებს, შესაძლოა უბადლო ნიჭიერება გამოიჩინოს საკუთარ ნაცნო-ბებსა თუ წიგნის გმირებზე კრიტიკული მსჯელობისას. იმ შემთხვევების გარდა, როცა ბავშვი დაავადებულია ან რაიმე ტიპის ფიზიკური ნაკლი აქვს, ყოველმხრივ შენელებული ადამიანი დიდი იშვიათობაა.“[6]
,,ადამიანებს არა მხოლოდ ინტელექტუალური რეაქციის სისხარტისა დანაყოფიერების მიხედვით ვაფასებთ, არამედ ამ რეაქციის ხარისხის მიხედვითაც, რაც მისი თავისთავად და ყველაზე არსებითი ნიშანია.
8
ერთი ადამიანის აზრი შესაძლოა სიღრმისეული იყოს, მეორისა ზედაპირული; ერთი ღრმად აჩსწვდება საკითხს, მეორე მხოლოდ ოდნავ შეეხება მის გარედან ასპექტებს. აზროვ-ნების ეს ფაზა ალბათ ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი და ყველაზე ნაკლებად ექვემდება-რება გარემოს ზემოქმედებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ზეგავლენის თვალსაზ-რისით. მიუხედავად ამისა, მოსწავლის ურთიერთობა განსახილველ საკითხთან შეიძლება ისეთ პირობებში წარიმართოს, რომ იძულებული გახდეს, აზროვნებისას ყველაზე არსებითი ასპექტი დათმოს, ანდა მხოლოდ ტრივალური კუთხით მოუწიოს სერიოზულ საკითხზე მსჯელობა . ზოგადი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მთავარია, მოსწავლემ იფიქროს და მნიშ-ვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ან როგორ ფიქრობს, და რომ განათლების მიზანი ინფორმა-ციის დაგროვებაა, სწორედ მთავარის დათმობის ხარჯზე ზედაპირულობის გაღვივებასთან მიგვიყვანს. მოსწავლეები, რომლებიც ჩვეულებრივი პრაქტიკული საქმიანობის დროს შესა-ნიშნავად გრძნობენ სხვაობას მნიშვნელოვანსა და უმნიშვნელოს შორის, სასკოლო საგნების შესწავლისას ხშირად იმ მდგომარეობაში ვარდებიან, როდესაც ყველა მოსაზრება თანაბრად მნიშვნელოვანი ან თანაბრად უმნიშვნელო ეჩვენებათ; როდესაც ერთი რამ ისეთივე ჭეშმა-რიტი ეჩვენებათ, როგორც მეორე, და როდესაც ინტელექტი ცუდის და კარგის ერთმანეთი-საგან გარჩევაზე კი არ იხარჯება არამედ სიტყვების ურთიერთდაკავშირების უაზრო მცდელობაზე.“[7]
,, ,,ნელი, მაგრამ მყარი“ (ანუ დინჯი) პიროვნება, გინდ ბავშვი იყოს და გინდ უფროსი, ისეთი ადამიანია, რომლის გონებაშიც შთაბეჭდილებები აკუმულირდა, ღრმად დაილექა და რომელიც ამის გამო, ფასეულობათა უფრო ღრმა დონეზე აზროვნებს, ვიდრე ზედაპირული შთაბეჭდილებების მქონე ადამიანი. ბავშვებს ხშირად კიცხავენ ხოლმე ,,სიზანტისათვის“ ან ,,დაგვიანებული რეაქციისათვის“ მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი მათი ძალისხმევა არსებუ-ლი პრობლემის ეფექტიანად გადაჭრას ხმარდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ასეთ შემ-თხვევაში, სისწრაფეს დახარბებული ბავშვი ცდილობს ზერელე, მაგრამ სწრაფი პასუხების მოფიქრებას, რასაც ზედაპირულად აზროვნების ჩვევის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. საკით-ხის სირთულე და ის სიმძიმე, რომელიც მას სიღრმისაკენ ექაჩება, თავისთავად განსაზღვრავს მასზე მსჯელობის სიღრმესა და ხარისხს. საქმე ისაა, რომ თუ ბავშვს ვასწავლით, როგორ გამოიხმოს მეხსიერებიდან რაიმე მნიშვნელოვანი, რაცპრობლემის დაძლევაში დაეხმარება, იგი ძალაუნებურად ჩაუღრმავდება აღნიშნულ პრობლემას და ეს შემდგომ ,,ბეწვის ხიდზე“ უკვე უმტკივნეულოდ გადაიყვანს. სწორედ ამას გულისხმობს გონების ჭეშმარიტი და სწორი წვრთნა.
სასურველია , რომ მასწავლებელი ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდეს იმ აზრისაგან, რომ ,,აზროვნება“ ერთი მიმართულების, სწორხაზოვანი და ფორმაუცვლელი ტიპის ნიჭია. მან უნდა აღიაროს, რომ ამ ტერმინით აღინიშნება ნებისმიერი მოქმედება, რომლის შედეგა-დაც საგნები იძენენ მნიშვნელობას.
9
სასურველია ისიც, რომ გამოირიცხოს მონათესავე აზრი იმის თაობაზე, რომ არსებობს ,,ინტელექტუალური“ დისციპლინები, რომლებსაც ჯადოს-ნური ძალა გააჩნიათ და შეუძლიათ მოსწავლეებს აზროვნების ნიჭი განუვითარონ. აზროვ-ნება სპეციფიკური მოვლენაა, და არა რომელიმე მზამზარეული აპარატურა, რომელსაც სურ-ვილისამებრ ჩარტავ დანებისმიერ საგანტან მიმართებით თანაბრად მოიხმარ.“[8]
,, ბავშვებს მოქმედებათა სწორი რიგითობის შერჩევა და განხორციელება ბევრად უფრო უჭირთ, ვიდრე უფროსებს. ამ უკანასკნელთა შემთხვევაში, ქმედებათა რიგს თავად გარემოება განაპირობებს. უფრო0სის სოციალური სტატუსი- ის, რომ მოქალაქეა, სახლის მფლობელია, მშობელია, რომელიმე პროფესიის თუ საქმიანობის წარმომადგენელია - პრაქტიკულად განსაზღვრავს იმ მოქმედებათა ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც უნდა განახორციელოს და, ასე ვთქვათ, ავტომატურად განაპირობებს შესაბამისი ტიპის აზროვნე-ბას. ბავშვს არცერთი ამგვარი სტატუსი არ გააჩნია და არც მსგავსი სულისკვეთება ამოძრა-ვებს. მას, ფაქტობრივად, ხელმოსაჭიდიც არაფერი აქვს მოქმედებათა რიგითობის დასადგე-ნად მაშინ, როდესაც სხვათა ნება, საკუთარი ახირება თუ გარემო პირობები ხსირად მყისიერი და გაუაზრებელი საქციელისაკენ უბიძგებენ. სისტემური მოტივაციის უქონლობა, უმწიფარი ბავშვის შინაგან მოქნილობასა და არამდგრადობასთან ერთად, კიდევ უფრო ზრდის საგანმა-ნათლებლო წვრთნის როლს და კიდევ უფრო ართულებს იმ თანამიმდევრული მოქმედებე-ბის შერჩევას, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდეებს უფროსთა სერიოზული მოწოდებებისა და ფუნქციების მაგივრობას გაუწევდნენ. ბავშვების შემთხვევაში არჩევანი იმდენად დაუც-ველია შემთხვევითი ფაქტორებისაგან, სასკოლო ტრადიციებისაგან, პედაგოგიური ახირებე-ბისა თუ ფანტაზიის შეტევებისაგან და საკმაოდ მერყევი, ურთიერთგადამკვეთი სოციალური დინებებისაგან, რომ ზოგჯერ, არაადეკვატური შედეგებისადმი სრული შეუწყნარებლობის მიზეზით, სავსებით ნეგატიურ რეაქციაც კი ჩნდება ხოლმე ყოველგვარი საგანმანათლებლო ფაქტორით განპირობებული პრაქტიკული საქმიანობის მიმართ და უპირატესობა კვლავაც თეორიულ სწავლებასა და მეთოდლოგიური თეორიების გამოყენებას ენიჭება.
თუმცა ზემო აღნიშნული სირთულე იმაზეც მეტყველებს, რომ ბავშვების ცხოვრებაში ჭეშმარიტად საგანმანათლებლო აქტივობათა შერჩევის შანსი ბევრად დიდია, ვიდრე უფრო-სების ცხოვრებაში. გარეგანი წნეხის ფაქტორი უფროსთა უმრავლესობის ყოველდღი-ურობაში იმდენად სერიოზულია, რომ მათი საქმიანობის საგანმანათლებლო ღირებულება -მისი უკუგებითი გავლენა ინტელქტსა და ხასიათზე -რაც უნდა ხალასი იყოს იგი, მაინც მეო-რეხარისხოვანია და ხშირად შემთხვევით ხასიათსაც კი ატარებს. ბავშვების შემთხვევაში მწყობრი და უწყვეტი საქმიანობის შერჩევა ერთდროულად პრობლემაც არის და კარგი შესაძლებლობაც. ზრდასრული ცხოვრების განუყოფელი ელემენტებისათვის ბავშვების მომზადების კვალდაკვალ,
10
იგი საკმაოდ დიდსა და წარუშლელ ზეგავლენას ახდენს ბავშვების სააზროვნო ჩვევათა ჩამოყალიბებაზე .
როგორც კი საქმე პრაქტიკული საქმიანობის სწავლებას შეეხება, განათლებისმესვეურნი ორ უკიდურესობას შორის მერყეობისტენდენციას ამჟღავნებენ. ერთნი თვლიან, რომ მათზე სავსებით უარის თქმაა საჭირო, რადგანაც ისინი ქაოსური და მერყევია და მხოლოდ და მხო-ლოდ იმ გადახვევას წარმოადგენენ, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბებელ გემოვნებასა და უმწიფარი გონების ახირებას აკმაყოფილებს. ესეც რომ არა, ისინი უფროსთა მაღალპრო-ფესიული და გარკვეულწილად კომერციული საქმიანობის არასასურველი და უსუსური მიბაძვებია. სკოლებში ასეთ საქმიანობათადანერგვა უბრალოდ დათმობაზე წასვლაა და იმა-ზეა გათვლილი, რომ მოსწავლეები დროებით მაინც ამოასუნთქონ მუდმივი ინტელექტუა-ლური სამუშაოსაგან; ან ეგებ იმაზე, რომ საზოგადოების ხმაურიანი უტილიტალური მოთ-ხოვნები დააკმაყოფილონ, რომლებსაც ისინი სკოლებს წამოუყენებენ ხოლმე. მეორე უკიდე-ბურესობა ის ენთუზიაზმით აღსავსე რწმენაა, რომელიც ქადაგებს, რომ ყოველგვარ პრაქტი-კულ საქმიანობას სწავლების მაგიური ძალა გააჩნია, თუკი ეს მართლაც პრაქტიკული მოქმე-დებაა და არა აკადემიური და თეორიული მასალის უაზრო შთანთქმა. ამ უკიდებურესობის მხარდამჭერნი თამაშის , თვითგამოხატვისა და ბუნებრივი განვითარების კონცეფციებს ისე ემხრობიან, თითქოს ისინი სრულ გარანტიას იძლეოდნენ, რომ ნებისმიერი ტიპის სპონტანური აქტივობა აუცილებლად გონებრივი შესაძლებლობების იდეალურ წვრთნას ემსახურება; ზოგიც მითოლოგიური ტვინის ფილოსოფიას ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ კუნთების ნებისმიერი გავარჯიშება აზროვნების წვრთნას ძალიან უწყობს ხელსო.
ვიდრე ამ უკიდებურესობას შორს ვმერყეობთ, მთავარი პრობლემა ყურადღების მიღმა გვრჩება- აქტივობის ფორმების მოძიება და მათი ორგანიზება იმის მიხედვით , თუ (ა) რომელია მათგან ყველაზე მისაღები და ყველაზე ხელსაყრელი არასრულწლოვანთა განვითა-რებისთვის; (ბ) რომელი მათგანი ამზადებს ახალგაზხრდებს ზრდასრულთა ცხოვრების სო-ციალური პასუხისგებლობებისათვის; და (გ) რომელს შეუძლია ამასთანავე მაქსიმალური გავლენის მოხდენა გამჭრიახი თვალით დაკვირვებისა და სწორი დასკვნების გამოტანის ჩვევათა ჩამოყალიბებაზე. როგორც ცნობისმოყვარეობაა მჭიდროდ დაკავშირებული სააზროვნო მასალის შერჩევასთან, ხოლო შეთავაზება- აზროვნების მოქნილობასა და სისხარტესთან, ისე ნაკლებინტელექტუალურ მოქმედებათა თანამიმდევრულად დაგემვაა ხაკავშირებული თანამიმდევრული აზროვნებისინტელექტუალური ძალის ჩამოყალიბებასთან.“[9]
,, აზროვნება ცალკემდგომი და უნიფორმული ფუნქცია კი არ არის, არამედ უამრავი იმ სხვადასხვა ხერხის კრებულია, რომელთა საშუალებითაც გარკბვული საგნებირომლებსაც დავაკვირდით, რომლებიც დავიმახსოვრეთ, რომელთა შესახებაც რაღაც
11
მოვისმინეთ ან წავიკითხეთ-იმ კონკრეტულ შეთავაზებებს ანუ იდეებს აღგვიძრავენ, რომლებიც რომელიმე საკითხს ეხმიანებიან და მომავალშ ნაყოფიერად ვითარდებიან. წვრთნა ცნობისმოყვარეობის, იდეათა წამოყენების, კვლევისა და გადამოწმების ისეთ განვითარებას გულსიხმობს, რომელიც მათ ეფექტურობასა და საზღვრებს საგრძნობლად ზრდის. რომელიმე სასწავლო საგანი ინტელექტუალურ საგნად ზუსტად იმ ხარისხით შეიძლება მივიჩნიოთ, როგორითაც ის ზემოქმედებას მოახდენს ამ ზრდა-განვითარებაზე ნებისმიერი კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით, მეთხე ფაქტორი- მეთოდი - უნდა უზრუნველყოფდეს პირობებს, რომლებიც ინდივიდუალურ საჭიროებებსა და უნარ-ჩვევებს მოერგება და პერმანენტულად განავითარებს კონრეტული პიროვნების დაკვირვების, იდეათა შემუშავებისა და კვლევის უნარს.
ამრიგად, მასწავლებლის პრობლემა ორმხრივია. ერთი მხვრივ, მას სჭირდება, თვითონვე შეისწავლოს მოსწავლის ინდივიდუალური თვისებები და ჩვევები, მეორე მხრივ კი, უნდა დააკვირდეს იმ პირობებს, რომლებიც უკეთესობისა თუ უარესობისაკნე ცვლიან მოსწავლის ინდივიდუალურ ჩვევებსა და მათ გამოხატულებას. მან უნდა გაიაზროს, რომ მეთოდი არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რასაც ის საწყის ეტაპზე დაამუშავებს და გამოიყენებს გონების გასავარჯიშებლად, არამედ იმასაც, რასაც იგი გაუცნობიერებლად აკეთებს სკოლის ატმოსფეროდან და წესებიდან გამომდინარე და რასაც რაიმე სახის გავლენის მოხდენა შეუძლია მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობაზე, რეაქციის სისწრაფესა თუ სიმძაფრეზე და დისციპლინირებულ ქცევაზე. მასწავლებელს, რომელიც ბეჯითად შეისწავლის როგორც მოსწავლეთა ინდივიდუალურ გონებრივ ოპერაციებს, ისე სასკოლო პირობების ზეგავლენას ამ ოპერაციებზე, შეიძლება მივანდოთ სწავლების საკუთარი მეთოდების შემუშავება შედარებით ვიწრო და ტექნიკური გაგებით, ანუ იმ ვიწროდარგობრივი მეთოდებისა, რომლებიც კონკრეტულ საგნებში მისაღწევ შედეგებზეა ორიენტირებული - კითხვაზე, გეორაფიაზე, ალგებრაზე და ა.შ. მათ ხელში კი, ვინც არც მოსწავლეთა ინდივიდუალურ თვისებებს იცნობს და არც იმ გარემოებებს, რომლებსაც მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, საუკეთესო ტექნიკური მეთოდებითაც ვერ მივიღებთ შედეგებს მანამ სანამ მოსწავლეები დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებენ მუშაობის ჩვევებს და ეს ჩვევები ღრმად არ გაუჯდებათ. სკოლის გარემოთი გამოწვეული გავლენები სამი სათაურით შიძლება დაჯგუფდეს: (1) იმპიროვნებათა ფსიქოლოგიური განწყობები და ჩვევები, რომლებთანაც ბავში მუდმივ კონტაქტშა; (2) თავად შესასწავლი საგანი; (3) არსებული საგანმანათლებლო მიზნები და იდეალები.“[10]
„იმის გახსენება, რომ მიმბაძველობა ადამიანის ბუნებრივი თვისებაა, საკმარისი აღმოჩნდება, რათა წარმოვიდგინოთ, თუ რაოდენ სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს სხვათა ფსიქოლოგიუსრმა განწყობამ განათლების ობიექტზე.
12
თვალსაჩინო მაგალითი ყოველთვის უფრო ქმედითია, ვიდრე ქცევის წესებისა და ზნეობრივი ნორმების სწავლება. ამდენად, მასწავლებლის ყველაზე გააზრებულ პედაგოგიურ მცდელობასაც კი შეიძლება მოსწავლეთა სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდეს, თუ მასწავლებელი არასასურველ პირად თვისებებს ვერ აკონტროლებს, ან უმნიშვნელო წვრილმანებად ესახება; მასწავლებლის სწავლებისმეთოდები და საკლასო დისციპლინა ტექნიკურად კიდევაც რომ მოიკოჭლებდეს, შესაძლოა დიდად არც არაფერი დაშავდეს, თუკი მათ მიღმა შთაგონებით აღსავსე პირადი მაგალითი დგას.
თუმცა, განწყობის შექმნის თვალსაზრისით, აღმზრდელის (მასწავლებელი იქნება თუ მშბელი) ზემოქმედება ბავშებზე მხოლოდ მაგალითის მიცემით არ შემოიფარგლება. ასეთი დაშვება სხვათა ინტელექტუალური ზეგავლენის არსის მეტად ზედაპირული გაგება იქნებოდა. იმიტირება სხვა არაფერია, თუ არა უფრო ღრმა პრინციპის - სტიმულისა და რეაქციის - ერთ-ერთი შემადგენელი დეტალი. ყველაფერი , რასაც მასწავლებელი აკეთებს , ის ევე , როგორც მისი ქმედებების ინდივიდუალური მანერა , ბავშვს ამა თუ იმ რეაქციის სტიმულს აძლევს , ხოლო თითოეული რეაქცია , თავისმხვრივ , მას ამა თუ იმ განწყობას აუფლებს . როდესაც ბავში ყურადღებას არ აქცევს უფროსის ნათქვამს, ესეც გარკვეული რეაქციაა, რომელიც უფროსის მიერვე ბავშვის გაუცნობიერებელი წვრთნის შედეგია. მასწავლებელი ძალიან იშვიათად (და მაშნაც მხოლოდ ნაწილობრივ) შეიძლება იყოს პირდაპირი შუამავალი ბავშის გონებასა და კონკრეტულ სასკოლო საგანს შორის. ადრეულ ასაკში მასწავლებლის პიროვნება და მისი გავლენა საგნის აღქმაზე პრაქტიკულად გადამწყვეტია. ბავში ამ ორს ერთმანეთისაგან არც კი განასხვავებს. ამიტომ მას საგნის მიმართ სიმპათია თუ ანტიპათია იმისდამიხედვით უჩნდება, თუ რამდენად მოსწონს ან არ მოსწონს მასწავლებელი; თუმცა, ცხადია, ამას ვერ აცნობიერებს და საკუთარ განწყობას თავად საგნების სიყვარულითა თუ არასიყვარულით ხსნის.
ის, რომ მორალურ მხარეზე, ქცევაზე, ხასიათზე, სამეტყველო ჩვევებსა და საზოგადოებაშ თავის დაჭერის სტილზე სხვათა ზეგავლენას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, საყოველთაო და აღიარებული. მაგრამ აზროვნების ცალკე მდგომ, დამოუკიდებელ უნარად გააზრების ტენდენცია ხშირად აბრმავებდა მასწვალბელებს და ისინიც ვერ ხვდებოდნენ, რომ სხვათა გავლენა ინტელქეტზეც საკმაოდ ქმედითი და რეალურია. მასწავლებლები, ისევე როგორც ბავშვები, მხოლოდ მეტ-ნაკლებად ძირითად საკითხებს აქცევენ ყურადღებას, რეაგირების მეტ-ნაკლებად განუხრელი და ხისტი მეთდოები აქვთ დაინტერესსაც მეტ-ნაკლებად იჩენენ ხოლმე აღძრული საკითხების მისამართით. ეს და იმ ტიპის სხვა თვისებები შეადგენს სწორედ ნებისმიერი მეთოდის განუყოფელ ნაწილს. დაშვებული ენობრივი შეცდომების, ზერელე და მიფუჩეჩებული დასკვნების, სტანდარტული და არაორიგინალური პასუხების და მსგავსი მოვლენების ყურადღების მიღმა დატოვება ანდა უკომენტაროდ
13
მიღება ამმავნე ტენდენციების გაღვივებისა და მათი მუდმივ ჩვევებად ჩამოყალიბების პირდაპირი ხელშეწყობაა. ეს ჩვევა მასწავლებლისა და მოსწავლის მთელი შემოდგომი ურთიერთობის თანამდევი იქნება. ამ კომპლექსურ და ჩახლართულ საკითხში ორისამი საყურადღებო მომენტი უნდა გამოვყოთ:
(ა) ბევრ ადამიანს საერთოდ არავითარი წარმოდგენა არ აქვს საკუთარი გონების თავისებურებებზე. ისინი საკუთარ გონებრივ ოპერაციებს ზოგად სტანდარტად მიიჩნევენ და, ქვეშეცნეულად, სხვებზეც ამ სტანდარტის მიხედვით მსჯელობენ. აქედან გამომდინარე, ის, რაც მოსწავლის საქციელში მასწავლებლის პირად სტანდარტებს აკმაყოფილებს, მისაღებია, ხოლო ის, რაც განსხვავებულია, მასწავლებლის გულისწყრომას იწვევს ან სრულ უგულებელყოფას ექვემდებარება. აზროვნების განვითარებაში თეორიული აგნის როლის გადაჭარბებული შეფასებისა და პრაქტიკული მოქმდებების როლის დაკნინების გავრცელებული ტენდენცია საკმაოდ დააფიქრებელია თუნდაც ნაწილობრივ იმის გამო, რომ მასწავლებლები მიდრეკილნი არიან, ძლიერ მოსწავლეებად ისინი აღიარონ, ვინც თეორიების მეტ ინეტერესსა და მზაობას ავლენს და უგულებელყონ ისინი, ვისაც პრაქტიკული მოქმედებების მეტი უნარი აღმოაჩნდებათ. ამ ნიშნით შერჩეული მასწავლებლები მოსწავლეებსაც და საგნებსაც მსგავსივე სტანდარტით აფასებენ. ისინი ინტელექტუალური ცალმხრივობის გაღვივებას უწყობენ ხელს იმ ბავშვებში, რომლებსაც ეს მიდრეკილება ბუნებრივადაც აქვთ და სწავლისადმი ინეტერსს აკარგვინებენ მათ, ვისშიაც პრაქტიკული მოქმედებებიბს ინსტინქტი და მათ მიმართ ინტერესი უფრო გამოკვეთილია.
(ბ) მასწავლებლები - განსაკუთრებით კი მათში ყველაზე ძლიერები და კარგები ცდილობენ, საკუთარი გამორჩეული პიროვნული თვისებები გამოიყენონ ბავშის დაინტერესებაშ საგნით და საკუთარი პიროვნული ხიბლით მისცენ ბავშვებს საგნის საკითხებით დაინტერესების სტიმული. მასწავლებელთა უმრავლესობისათვისისიც არაა საიდუმლო, რომ ზოგჯერ, როდესაც საგნის მიმართ დაინტერესება საერთოდაც ნულს უტოლდება, მასწავლებლის პიროვნული ხიბლი მაინც დიდ ეფექტს ახდენს. ამიტომ მასწავლებელი ამ უკანასკნელის სულ უფრო მეტ აქცენტირებას ახდენს იქამდე, სანამ მოსწავლის მისდამი პირადი დამოკიდებულება საგნის მიმართაც ადეკვატურ დამოკიდებულებაში არ გადაიზრდება. ამ თვალსაზრისით, შესაძლაო შეიქმნას პიროვნული დამოკიდებულების საფრთხე, რომელიც უსუსურსა და სუსტს ხდის ბავშვს და ისიც ვეღარასოდეს ახერხებს თავად საგნის რეალურ შეფასებასა თუ მისი თავისთავადი ღირებულების პირადად შეგრძნებას.
(გ) მასწავლებლის პირადი გონებრივი თვისებები, თუ კი მკაცრ კონტროლს არ ექვემდებარება, ხშირად ამჟღავნებს ტენდენციას, ბავშვები ამ თისებების ექსპერტებად უფრო აქციოს, ვიდრე თავად საგნისა. ბავშვების ძირითადი საზრუნავი ის ხდება, რომ
14
როგორმე მოარგონ თავიანთი თავი მოსწავლის იმ მოდელს, რომელიც მასწავლებელს მოსწონს და რომელსაც ის მათგან მოელის, ხოლო თავად შესასწავლ საგანზე ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავენ.კითხვამ „სწორია?“ სხვა დატვირთვა შეიძინა და ახლა უფრო იმას ნიშნავს, ასეთი პასუხი თუ მოეწონება მასწავებელსო. ბუნებრივია, სხვათა პიროვნული თვისებების შესწავლა და ღრმად გააზრება ძალიან ფასეული უნარია და სკოლაშ ბავშვებს ეს აუცილებელი უნარიც უნდა გამოუმუშავდეთ. მაგრამ სწავლის მთელი არსი მასწავლებლის მოსაწონი პასუხის მოძებნა არ უნდა იყოს და არც ბავშვების წარმატება უნდა იზომებოდეს მასწავლებელთა პიროვნულ თვისებებზე მოჭრილი სტანდარტებით და მათზე მორგება-არმორგებით.“ [11]
„სასკოლო საგნები და მათი სწავლების მეთოდები პირობითად სამი სათაურით შეიძლება გავერთიანოთ: (1) აღმასრულებელი უნარების გამღვივებელი გაკვეთილები - სასკოლო ხელოვნების დარგები - კითხვა, წერა, ხატვა და მუსიკა; (2) თეორიული ცოდნის შეძენის ანუ „ინფორმაციის მიღების“ გაკვეთილები - ისტორია და გეოგრაფია; (3) გაკვეთილები, რომლებშიც ხელგარჯილობა და მოცულობითი ინფორმაცია ნაკლებ მნიშნელოვანია, რადგანაც აქ „კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების“ უნარია წამყვანი - არითმეტიკა და ფორმალური გრამატიკა. ამ საგანთა თითოეულ ჯგუფს სპეციფიკური პრობლემები და სირთულეები ახლავს.
(ა)ე.წ. საწვრთნელი ანუ განსაკუთრებით ლოგიკური საგნების შემთხვევაში, ინტელექტუალური აქტივობების ცხოვრებისეული მოვლენებისაგან სრული იზოლირების საფრთხე იქმნება. მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც თანაბრად იხრებაინ იქით, რომ დიდი უფსკრუ-ლი გათხარონ სპეციფიკურ ცხოვრებისეულ მოვლენებსა და ლოგიკურ აზროვნებას როგორც რაღაც აბსტრაქტულსა და ცხოვრებისაგან განყენებულ მოვლენას, შორის. აბსტრაქტული კონკრეტულისაგან ისეთი გაუცხოების ტენდენციას მამჟღავნებს , რომ სავსებით დაიცლება ხოლმე პრაქტიკული და მორალური შინაარსისაგან. მეცნიერთა უკიდურესი გულუბრყვ-ილობა, რომელსაც ისინი საკუთარი საქმიანობის მიღმა იჩენენ, მათი ექსტრავაგანტული დასკვნები და მეტყველებაა, მათი ცხოვრებისეული არაპრაქტიკულობა, მათი ეგოისტური ჩაღრმავება მხოლოდ საკტარ კვლევაში, უკიდურესი გამოვლინებებია იმ ცუდი შედეგებისა, რომელიც მათი სამეცნიერო მოღვაწეობის ყოველდღიური ცხოვრებისაგან სრულ აბსტრაჰი-რებას შეიძლება მოჰყვეს.
(ბ) იმ საგნებთან დაკავშირებით, რომლებიც უნარების განვითარებაზე არიან ორიენტი-რებულნი, საფრთხე სრულიად საპირისპირო ხასიათისაა. ამ შემთხვევაში მიზანთან უმოკლე-სი გზით მისვლის ტენდენცია იჩენს თავს. ამ ტენდენციას საგანი მექანიკურობამდე დაჰყავს და სავსებით ბლოკავს ინტელექტუალური მხარის გაღვივებას.“[12]
15
,, სწავლებისას გარეგნულ სტანდარტზე ორიენტაციის მანიფესტირება,,სწორი პასუხისათვის“ დიდი მნიშვნელობის მინიჭებით ხდება. ყველაზე ფატალური , ასეთ შემთხვევაში, თვით მასწავლებელთა აღქმაში გაბატონებული აზრია იმის თაობაზე, რომ მთავარია ბავშვმა გაკვეთილი სწორად გადმოსცეს; მთელი მათი ყურადღება და ძალისხმევა სწორედ აქეთაა მიმართული, და არა ბავშვის გონების გავარჯიშებისაკენ. ვინაიდან ( შეგნებულად თუ შეუგ-ნებლად) სწორედ ესაა სწავლების ძირითადი მიზანი, გონების გავარჯიშება, ფაქტობრივად, შემთხვევით ხასიათს ატარებს, რადგანაც სრულიად მეორეხარისხოვანი ხდება.
განათლება , რომლის სტანდარტიც მოსწავლეთა ინტელექტისა და აზროვნების უნარის სხვადსხვა მეთოდით ამაღლებაა, მასწავლებელთა სერიოზულ მომზადებას მოითხოვს. მისი ამოცანა მოსწავლისადმი თანაგრძნობა და მის პირად შესაძლებლობებში ჩაღრმავებაა თვით საგნის მეტად ღრმა ცოდნის ფონზე. საქმისადმი ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს მასწავ-ლებელს, სხვადასხვა კუთხითა და სხვადასხვა საჭირო მეთოდითა თუ ხერხით ასწავლოს საგანი მოსწავლეებს მათივე ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. დაბოლოს, გარეგნულ მიღწევებზე ორიენტირებას ბუნებრივად მივყავართ სკოლის ადმინისტრირების ძირითად მექანიზმამდე, რაც გამოცდების ჩატარებას, ნიშნებისა და შეფასებების წერას, წახა-ლისებასა და მსგავს ღონისძიებებს გულისხმობს.[13]
,,ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანის ინტელექტი და მისი წინარე ცოდნა განსხვავებული ცნებებია. თუმცა, ამავე დროს, ინტელექტუალური აზროვნება და ქცევა დამოკიდებულია ადრე შეძენილ ცოდნაზე. რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა სამყაროსა და შესასრულებელი ამოცანების შესახებ, მით უფრო ინტელექტუალურად იქცევიან ისინი. აქედან გამომდინარე, ინტელექტი არ არის ურყევი და უცვლელი თვისება; მისი შეცვლა შესაძლებელია სწავლისა და გამოცდილების საშუალებით.
ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ ინტელექტი არის ერთი ზოგადი უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გარკვეულწილად გააჩნია და რომელსაც ისინი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად იყენებენ.
ამ თეორიის ბევრი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის სხვადასხვა საზომი განსხვავებულ შედეგებს გვაძლევს, ეს შედეგები ერთმანეთის თანაფარდია: მოსწავლეები, რომელთაც მაღალი შედეგები აქვთ რომელიმე ერთი საზომით ( მაგალითად, კითხვის უნარის შესამოწმებელი ტესტის მიხედვით0, ყველა სხვა საზომითაც (მაგალითად, გეომეტრიის ტესტში), ზოგადად მაღალ სედეგებს აღწევენ.
16
თუმცა, ინტელექტის საზომებს შორის კორელაცია (თანაფარდობა) ყოველთვის არ არის მაღალი. მოსწავლეები, რომლებიც უმაღლეს ქულებს იღებენ ზოგიერთ ტესტში, სხვა სახის ტესტში ყოველთვის ვერ აგროვებენ ყველაზე მაღალ ქულებს. აქედან გამომდინარე, ყველა ფსიქოლოგი როდი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ინტელექტი არსი ერთი ზოგადი უნარი, რომელიც გარკვეულწილად ყველა ადამიანს გააჩნია. მათი აზრით, ინტელექტის ბევრი სხვადასხვა ტიპი არსებობს: ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა სფეროში უფრო მეტი ან ნაკლები ინტელექტი, ანუ გონებრივი უნარი გააჩნდეთ.
მეცნიერთა ამ უკანასკნელ კატეგორია მიეკუთვნება ჰოვარდ გარდნერი. იგი თვლის, რომ ადამიანებს აქვთ, სულ მცირე, რვა ეღტმანეთისაგან განსხვავებული უნარი, ანუ მრავალმხრივი ინტელექტი.
ეს უნარებია: ლინგვისტური/ენობრივი, ლოგიკურ- მათემატიკური, ფიზიკურ- კინესთეტიკური, სივრცული, ნატურალისტური, მუსიკალური, ინტერპერსონალური (პიროვნებათშორის), ინტრაპერსონალური (შიდა პიროვნული). გარდნერი მიჩნევს, რომ ადამიანებს შეიძლება მეცხრე , ეგზისტენციალური ინტელქტიც გააჩნდეთ. ეგზისტენციალური ინტელექტი გულისხმობ ადამიანის უნარს, იფიქროს და იაზროვნოს ფილოსოფიურ და სასულიერო საკითხებზე ( მაგალითად, ვინ ართ ჩვენ? საიდან წარმოიშვნენ ადამიანები? რატომ ვკვდებით? რა არის სიცოცხლის არსი და მიზანი?)
გარდნერი მრავალმხრივი ინტელექტის დამადასტურებელ საბუთებს გვთავაზობს. იგი აღწერს ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით დახელოვნებული არიან ერთ რომელიმე დარგში (მაგალითად, ხატვაში), მაგრამ, სხვა დარგებში საშუალო უნარს ამჟღავნებდნენ. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანები სხეულისა თუ ტვინის სხვადასხვა დაზიანების მიღებისას ზოგჯერ მხოლოდ ერთი ტიპის ინტელექტთან დაკავშირებულ უნარებს კარგავენ. მაგალითად, ერთ ადამიანს შეიძლება ლაპარაკი უჭირდეს, მაშინ, როცა მეორეს შეიძლება კარგად არ შეეძლოს ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც სივრცული აზროვნების უნარს მოითხოვს.
ჰოვარდ გარდნერი, ინტელექტის სახეობებთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ:
1. ინტელექტის ფორმირებაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ადამიანის გენეტიკისა და გარემო პირობების კომბინაცი;
ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვმარტოთ, რა იგულისხმება გარემო პირობებში.
17
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს ინტელექტის ამა თუ იმ სახეობის განვითარებას, ესენია:
გეოგრაფიული (საცხოვრებელი გარემო, ბუნებასთან სიახლოვე მნიშვნელოვნად განაპირობებს ნატურალისტური ინტელექტის განვითარებას), ოჯახური ( ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისას ყალიბდება ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური ინტელექტი), სოციალური ( მატერიალური რესურსის სიმწირემ შესაძლოა საგრძნობლად შეაფერხოს გარკვეული ინტელექტის განვითარება), სიტუაციური (ყოველი კონკრეტული სიტუაცია წარმოაჩენს და განავითარებს პიროვნების ამა თუ იმ ტიპის ინტელექტს) და სხვ. 2. ადამიანტა ნაწილს შეიძლება საუცხოოდ ჰქონდეს განვითარებული რვიდან მხოლოდ ორი ან სამი ინტელექტი, დანარჩენ სახეობებში კი სრულიად წარუმატებელი იყოს, ხოლო გარკვეულ კატეგორიას კი შეიძლება ყველა ინტელექტი თანაბრადმარალ დონეზე აღმოაჩნდეს. 3. ამა თუ იმ ინტელექტის განვითარება არ გულისხმობს მის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებულობას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს კარგადშეუძლია სხვადასხვა ისტორიის, ამბის მოყოლა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ასევა მარალ დონეზე ფლობს კითხვის ტექნიკას, მიუხედავად იმისა, რომ კითხვაც დაზეპირმეტყველებაც ლინგვისტური ინტელექტის სემადგენელი კომპონენტებია. 4. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის სახეობები სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ მკვეთრადაა გამიჯნული, ყოველდღიურ რეალობაში ისინი მუდმივ ურთიერთკავშირშია. ამის საილუსტრაციოდ მარტივი მაგალითიც საკმარისია: კერძის მომზადებისას ადამიანი, ფაქტობრივად, ყველა სახის ინტელქტს ამჟღავნებს: კითხულობს რეცეპტს ( ლინგვისტური ინტელექტ), განსაზღვრავს ინგრედიენტების ოდენობას (ლოგიკურ- მათემატიკური ინტელექტ), ამუშავებს, ჭრის პროდუქტებს, ზელს ცომს (კინესთეტიკური ინტელექტი), აფორმებს კერძს (სივრცული ინტელექტი), ითვალისწინებს სხვების გემოვნებას და სურვილებას (ინტერპერსონალური ინტელექტი), თავად აქვს ჩამოყალიბებული გემოვნება, მოსწონს ან არ მოსწონს კონკრეტული კერძი (ინტრაპერსონალური ინტელექტი).
გარდნერის აზრით, ყველა ბავშვს რვავე ტიპის ინტელექტი გააჩნია და შეუძლია მათი საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება. თუმცა, პატარა ასაკიდანვე ბავშვები უკვე იწყებენ გარკვეული მიდრეკილებების გამომჟღავნებას. როცა ბავშვები სკოლაში პირველად მიდიან, სეიძლება ითქვას , რომ მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ სწავლის სტილი: ისინი სწავლის დროს ზოგიერთი ტიპის ინტელექტს უფრო მეტად იყენებენ,
18
ვიდრე სხვებს. გარდნერის ამგვარი კლასიფიკაცია გვეხმარება დავადგინოთ, თუ ვის როგორ ირჩევნია ან უადვილდება სწავლა, ინფორმაციის გადამუშავების რომელ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას. გამოყოფენ სწავლის ოთხ ძირითად სტილს: სმენითი - ამ უნარის მქონე ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით; მხედველობითი - ვიზუალური ხატებით, სადემონსტრაციო თვალსაჩინოებებით და სხეულის ენით; ტაქტილური (შეხებითი) - ჩანაწერების გაკეთებებითა დიაგრამების/ გრაფიკების დახატვით; კინესთეტიკური (მოძრაობითი) - ურთიერთმოქმედებითა და კეთებით.
,, მულტიმოდალობის ადამიანებად“ იწოდებიან ისინი, რომლებიც ერთზე მეტ სწავლის ტიპს ანიჭებენ უპირატესობას.
მასწავლებელმა უნდა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ უნარებს. შესაბამისად, აუცილებელია სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება, რაც სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მეტად ჩართვას განაპირობებს. სწავლის სტილი შეიძლება შეიცვალოს დროისა და კონტექსტის მიხედვით.
! მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას მაღალი გონებრივი უნარები ერთდროულად რამდენიმე სფეროშიგააჩნია. სწორედ ამიტომ დაუშვებელია მოსწავლის კლასიფიცირება ერთი ინტელქტის სფეროში. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა ისეთ სასწავლო აქტივობებს მიმართოს, რომლებიც ბავშვის უნარებს არამხოლოდ ეღტი,არამედ სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს. !“[14]
,,სწავლება რომ ხელოვნებაა და ჭეშმარიტი მასწავლებელი - ხელოვანი, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თავად მასწავლებლები თავიანთ ოსტატობას იმიტ ზომავენ, თუ რამდენად გაუღვივეს მოსწავლეებს, პატარებსა თუ დიდებს, შემოქმედებითი დამოკიდებულება შესასწავლი საგნისადმი. ზოგიერტი მათგანი ამას ბავშვებში ენთუზიაზმის გაღვივებით აღწევს, ზოგი - დიადი აზრების შთაგონებით, სხვებიც მოსწავლეთა ენერგიის სწორად წარმართვას ესწრაფვიან. ეს ყველაფერი მეტადმნიშვნელოვანია, მაგრამ პედაგოგიური ოსტატობის ნამდვილი გამოცდა მაშინ ითვლება ჩაბარებულად, როდესაც ზემოაღნიშნული ტიპის სტიმულირება, საბოლოო ჯამში, ნამდვილ ძალად გადაიქცევა, ანუ როდესაც მოსწავლე ახერხებს სრული კონტროლის დამყარებას აღმასრულებელ საშუალებებზე, დეტალებზე ყურადღების გამახვილებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლის მთელი გარჯა ამაოდ ჩაივლის, მოსწავლეები საგნისადმი ინტერესს დაკარგავენ და დასახული იდეალი მხოლოდ შორეულ მოგონებად დარჩება. მასწავლებელთა მეორე კატეგორია ცდილობს, მოსწავლეებს აღმასრულებელი უნარები, ანუ ტექნიკური მხარე
19
განუვითაროს. არც ეს არის ურიგო, მაგრამ თუ ამგვარ წვრთნას თან არ სდევს თვალსაწიერის გაფართოება, საბოლოო ფასეულობათა სწორად განსაზღვრის უნარი და გარკვეული პრინციპების გათავისება, ზოგადი ტექნიკური უნარები უმისამართო უნარებადვე დარჩება. ისინი, მომავალში, შეიძლება მხოლოდ ადამიანის პირადი ინტერესების სიტუაციურად ჭკვიანურ დაცვაშიგადაიზარდონ, ანდა სხვათა მიზნების მორჩილ აღსრულებასა თუ სხვების მიერ გაკვალულ გზებზე ფეხშეუშლელად ჩანჩალში გამოვლინდნენ. ამდენად, საკუთარ მოსწავლეებში შთაგონებით აღსავსე მიზნებისა და მათი აღსრულების ტექნიკური მხარის ჰარმონიული შერწყმა მასწავლებლებისათვის უდიდესი სატანჯველის წყაროც არის და უდიდესი ჯილდო.“[15]
3. კვლევის დიზაინი
3.1 საკვლევი საკითხები
სკოლის მოსწავლეებში დაბალ აკადემიურ მოსწრებას, სასწავლო მასალის გააზრება- ათვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს საფუძვლად უდევს არა ერთი, არამედ რამდენიმე მიზეზი, დაწყებული საგნისადმი დაბალი ინტერესით და დამთავრებული მოსწავლის სოციალური მდგომარეობით. ხშირად ისინი კომპლექსურ გავლენას ახდენენ მოსწავლეების კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე. ამიტომ ჩემი კვლევის მთავარი საკითხები იყო: როგორი დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს საგანთან და საგნის მასწავლებელთან? რა ხელისშემშლელი ფაქტორები ართულებს სასწავლო მასალის გაგება- გააზრებას და ათვისებას? რატომ ვერ იყენებენ მოსწავლეები გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას დამოუკიდებელი მუშაობის დროს? რა გავლენა აქვთ მშობლებს მოსწავლეების სწავლის ხარისხზე?
ზემოაღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, ჩემი მიზანი იყო დამედგინა და შემესწავლა არსებული პრობლემის მიზეზები და დამეგეგმა ინტერვენციები მის გადასაჭრელად.
მიზეზების დადგენაში დამეხმარა კითხვარები, რომლებიც შევადგინე ჩემი სამიზნე ჯგუფისათვის (VII კლასის მოსწავლეები (7 გოგონა და 3 ვაჟი) და მათი მშობლები).
20
კითხვარების შედგენისას გამოვიყენე, როგორც დახურული, ასევე ღია ტიპის კითხვები. რა თქმა უნდა, ყველა კითხვარი ანონიმური იყო, რამაც, ჩემი აზრით, გაუადვილა მუშაობა, როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს და ხელი შეუწყო მათ გულახდილობას. შესაბამისად სანდო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა მომეცა.
3.2 სამიზნე ჯგუფი
VII კლასის მოსწავლეები მშობლები 10 10
3.3 კვლევის მეთოდები
კვლევის წარმატებისა და შედეგების ადეკვატურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდებს შეარჩევს და გამოიყენებს მასწავლებელი. არსებობს პედაგოგიური კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდები ავსებს ერთმანეთს და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დროს საჭიროა ორივე ტიპის მეთოდის გამოყენება. კვლევის განხორციელებისას გამოვიყენე , როგორც თვისებრივი (დაკვირვება), ასევე რაოდენობრივი (ანკეტირება) მეთოდები.
3.4 მონაცემთა ანალიზი
კვლევის პირველ ეტაპზე გამოვიყენე ანკეტირების მეთოდი. ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო ათმა მოსწავლემ, მათ შორის სამი ბიჭი და შვიდი გოგო. ჩემი პირველი კითხვარის ერთ-ერთი დანიშნულება იყო დამედგინა მოსწავლეთა დამოკიდებულება ცალკეული საგნის მიმართ (დანართი № 1). ამ კითხვარის საშუალებით თავდაპირველად დავადგინე საგნების რეიტინგი. იხილეთ დიაგრამა № 1.
21
დიაგრამა № 1
ზემოაღნიშნული კითხვარის სპეციფიკიდან გამომდინარე შევძელი ასევე დამედგინა მოსწავლეების საგნისადმი ინტერესის ტიპი. იხილეთ დიაგრამა № 2.
ქართული ენა და ლიტერატურა; 25
ინგლისური ენა; 30
რუსული ენა; 21
მათემატიკა; 28
ჩვენი საქართველო; 24
გეოგრაფია; 25
მუსიკა; 14
ხელოვნება; 23
საბუნებისმეტყვე ლო საფუძვლები; 28
სპორტი; 18
საგნების რეიტინგი საშუალო არითმეტიკული ქულების მიხედვით
22
დიაგრამა № 2
დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ მოსწავლეებში ჭარბობს სიტუატიური ინტერესი. საგნისადმი ინტერესს და შემეცნებით იტერეს მოსწავლეთა მხოლოდ მეოთხედი განიცდის.
შემდეგი კითხვარის (დანართი № 2) საშუალებით შევეცადე დამედგინა, თუ რა სახის სირთულეებს განიცდიან მოსწავლეები სწავლის პროცესში. კითხვარის პირველ კითხვაზე, თუ რომელი საგნის სწავლა უჭირთ, მივიღე შემდეგი პასუხები. იხილეთ დიაგრამა № 3.
30%
19%
27%
24%
მოსწავლეთა ინტერესი საგნისადმი
სიტუატიური ინტერსი
სწავლა საჭიროებიდან გამომდინარე
საგნისადმი ინტერესი
მზარდი შემეცნებითი ინტერესი
23
დიაგრამა № 3. რომელი საგნების სწავლა გიჭირს?
მოსწავლეებს საშუალება მივეცი აერჩიათ რამდენიმე, მათთვის რთული საგანი, გამოკითხვის შედეგი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. დიაგრამაზე ასახული მონაცემებიდან ჩანს, რომ რთული საგნების სიაში პირველი ადგილი უკავია ისტორიას, მეორე მათემატიკას და მესამე გეოგრაფიას. აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიის და მათემატიკის სწავლა უჭირთ თითქმის მთელ კლასს, ხოლო გეოგრაფიის თითქმის ნახევარს.
შემდეგ კითხვაზე-,,შენი აზრით, რა გირთულებს სწავლის პროცესს?“ - პასუხის გასაცემად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ პასუხის რამდენიმე ვარიანტი. მათი პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
7 მოსწავლე თვლის, რომ არ შეუძლია კონცენტრირება, ხშირად ეფანტება ყურადღება 7-ს მიაჩნია, რომ უჭირთ შედარება და საჭიროებისას დასკვნების გამოტანა 5 აცხადებს, რომ უარყოფითი გავლენა აქვთ თანატოლებს 5 ფიქრობს, რომ ნელა მუშაობს 5 აცხადებს, რომ ძნელად იმახსოვრებს წაკითხულს 3 აფიქსირებს, რომ ზოგი რამ გამორჩა და/ან ვერ გაიგო წინა თემების სწავლისას 1 თვლის, რომ გაკვეთილზე მასწავლებელი მეტისმეტად სწრაფად საუბრობს
0
1
2
3
4
5
6
7
8
9
ხმების რაოდენობა
ისტორია
მათემატიკა
გეოგრაფია
რუსული
ინგლისური
24
ამ პასუხების უმრავლესობა მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლეებს არ აქვთ საკმაოდ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები, რაც სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
მომდევნო კითხვარი ,,როგორია ჩემი მასწავლებელი“ (დანართი№ 3) ეხმარება მასწავლებელს საკმაოდ სრულად შეაფასოს მოსწავლისა და მასწავლებელს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის სტილი და დაიკავოს რეფლექსიური პოზიცია თავის პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით. კითხვარი შედგება 24 საკითხვისაგან, რომლებზეც მოსწავლეებს შეეძლოთ აერჩიათ პასუხის დადებითი ან უარყოფითი ვარიანტი.
დიაგრამა №4 .პასუხების დადებითი ვარიანტი
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
90%
100%
გნოსტიკური ან შემეცნებითი
ემოციური ქცევითი
კითხვა 1 კითხვა 2 კითხვა 3 კითხვა 4 კითხვა5 კითხვა 6 კითხვა 7 კითხვა 8
25
დიაგრამა№ 5.პასუხების უარყოფითი ვარიანტი
მოცემული კითხვარის მიხედვით შეგვიძლია განვიხილოთ მოსწავლისა და მასწავლებელს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის სამი კომპონენტი :
1. გნოსტიკური ან შემეცნებითი 2. ემოციური 3. ქცევითი
დიაგრამებზე კარგად ჩანს, რომ მოსწავლეების მიერ პასუხების შერჩეული ვარიანტებიდან ჭარბობს დადებითი პასუხები, აგრეთვე აშკარაა, რომ სამივე კომპონენტში პასუხების თითქმის ერთი და იგივე რაოდენობაა, რაც გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის სიღრმისეული გნოსტუკური ქცევის ასპექტია, ემოციური ქცევის ასპექტი ერთგულების დონეზეა, ქცევითი ასპექტი ადეკვატურია პროექციით მომავლისთვის, ხოლო ურთიერთობა ერთობლივი საქმიანობის სტადიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების მასწავლებლისადმი (და პირიქით) დამოკიდებულებები საუკეთესოა დამოკიდებულებებს შორის.
მომდევნო კითხვარი (დანართი№ 4) ემსახურება იმის გარკვევას, რა ტიპის მსწავლელი არიან ჩემი მოსწავლეები, მისი საშუალებით დავადგინე მოსწავლეების სწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, რამაც დამეხმარა სწავლების მეთოდები მოსწავლეების
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
90%
100%
გნოსტიკური ან შემეცნებითი
ემოციური ქცევიტი
კითხვა 1 კითხვა 2 კითხვა 3 კითხვა 4 კითხვა 5 კითხვა 6 კითხვა 7 კითხვა 8
26
სწავლის ძლიერ მხარეებს მოვარგო. პირველ კითვაზე- ,,როდის იმახსოვრებენ სასწავლო მასალას უკეთესად?“ - მივიღე ასეთი პასუხები. იხილეთ დიაგრამა№ 6.
კითხვარის დანარჩენ კითხვებზე, მოსწავლეები ირჩევდნენ დადებით ან უარყოფით პასუხს. იხილეთ დიაგრამა № 7.
დიაგრამა № 7.
0
0,5
1
1,5
2
2,5
3
3,5
4
კითხვის დროს
მოსმენის დროს
კეთების დროს
კითხვის და კეთების დროს
მოსმენის და კეთების დროს
0 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
არა
კი
27
ორივე დიაგრამიდან ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ, მოსწავლეები ადასტურებენ, რომ უკეთ სწავლობენ კითხვის დროს, მოსწავლეებში ჭარბობს მსწავლელის შერეული ტიპი, მაგ.: ვიზუალურ-კინესთეტიკური ან ვიზუალ-აუდიალი.
გარდა მასწავლებლის პირადი დაკვირვებებისა, საბოლოო დასკვნების გამოსატანად აუცილებელია ვიცოდეთ მშობლების აზრი. ამიტომაც შევადგინე კითხვარი (დანართი № 5) მშობლებისათვის. კითხვარი შედგება 10 კითხვისაგან, რომელთაგან 8 ღია ტიპის კითხვებია, რომლების გამოყენებაც არ ზღუდავს რესპონდენტს პასუხის გაცემის დროს და ხელს უწყობს თვისებრივ გამოკვლევას. დანარჩენი ორი კითხვაზე პასუხის გასაცემად , მშობლებს საშუალება ჰქონდათ პასუხების ვარიანტებიდან აერჩიათ რამდენიმე შესაფერი პასუხი. პირველი დახურული კითხვის შედეგი ასეთ სურათს ჰქმნის. იხილეთ დიაგრამა № 8.
დიაგრამა № 8. რა სახის სირთულეებს განიცდის თქვენი ბავშვი, საშინაო დავალების მომზადებისას?
0
1
2
3
4
5
6
7
8
გამოტოვა და/ან ვერ გაიგო გავლილი მასალა
ვერ ამახვილებს ყურადღებას თემის მთავარ მიზნებზე და წესებზე
იცის წესები, მაგრამ არ შეუძლია მათი გამოყენება
ამოცანის გამოყვანისას, ჯერ ამოწმებს პასუხს და პასუხის მიხედვით ანგარიშობს
არ შეუძლია დიდხანს ჯდომა, ერთი წაკითხვის შემდეგ მთხოხს დახმარებას
კი არა
28
მოცემული დიაგრამის საფუძველზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი , რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ არ იცის როგორ ისწავლოს, ანუ არ აქვთ ან სუსტად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები.
მეორე დახურული კითხვა ეხება მშობლების დახმარებას საშინაო დავალების პროცესში. იხილეთ დიაგრამა № 9.
დიაგრამა № 9. რა ხასიათის დახმარებას უწევთ თქვენს შვილს საშინაო დავალების მომზადებისას?
მონაცემებიდან ჩანს , რომ მშობლების უმრავლესობა სათანადო დახმარებას ვერ უწევს ბავშვს დავალების მომზადებაში, მშობლების ნახევარი კი საერთოდ ვერ ეხმარება. ღია კითხვების საფუძველზე აღმოვაჩინე, რომ მშობლების უმრავლესობა თვლის, რომ სასწავლო საგნებიდან მათ შვილებს ყველაზე მეტად უჭირთ მათემატიკა და უცხო ენების სწავლა, მშობლების ნახევარი ადასტურებს , რომ არ შეუძლაით ბავშვების დახმარება. პასუხები იმის შესახებ, თუ რა დროს ანდომებს მათი შვილი დავალების შესრულებას სხვადასხვანაირია, დავალების შესრულებისთვის განკუთვნილი საათების დიაპაზონი მერყეობს 1-დან 5 საათამდე. კითხვაზე,-,,რა სტიმულს აძლევთ წარმატებული სწავლისათვის?“,- მშობლების ნაწილმა საერთოდ ვერ გასცა პასუხი,
0 1 2 3 4 5 6 7
3 3
5 5
3
7 7
5 5
7
კი
არა
29
მათგან მხოლოდ ოთხმა აღნიშნა, რომ ცდილობს აუხსნას თუ რამდენად საჭიროა სწავლა, დანარჩენებმა კი აღიარეს, რომ ძირითადად იყენებენ მატერიალურ წახალისებას. სამი მშობელი აცხადებს , რომ ზოგჯერ უწევთ აიძულონ შვილებს დავალების შესრულება. რაც შეეხება მათ რჩევებს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს მასწავლებელმა მათ შვილებს სწავლაში, ორი მათგანი ამბობს, რომ მასწავლებელი უნდა იყოს მომთხოვნი, რაც ,მათი აზრით, გამოიხატება იმაში, რომ მასწავლებელმა ყველა გაკვეთილზე უნდა ჩაუტაროს გამოკითხვა გავლილ თემებთან დაკავშირებით. უმრავლესობა კი აღნიშნავს , რომ გაკვეთილი სახალისო უნდა იყოს, რომ ხშირად უნდა ასწავლოს თამაშით, დავალების მიცემისას, აუცილებლად ახსნას დავალების მომზადების წესი. პასუხებიდან ჩანს ისიც ,რომ მშობლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს ისეთი დავალებები, რომლებსაც ისინი კეთებით შეასრულებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ვიზუალურ-კინესთეტიკური მსწავლელის ტიპს მიეკუთვნება.
3.5 ქმედებები / ინტერვენციები
წლის მანძილზე საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვებისას, კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, გამოვიტანე დასკვნები, კერძოდ: მოსწავლეების აზრით, ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა ინგლისური ენის და საბუნებისმეტყველო საფუძვლების საგნები მოსწავლეების უმრავლესობას განვითარებული აქვთ, როგორც ვიზუალური, ასევე აუდიალური და კინესთეტიკური მეხსიერების უნარი საგნების სირთულეების შეფასების მიხედვით, მესამე ადგილი უკავია გეოგრაფიას მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობითი ურთიერთობა ხელს არ უშლის საგნისადმი ინტერესის განვითარებას, მიუხედავად ამისა: საგნისადმი ინტერესს განიცდის მოსწავლეების მხოლოდ 270/0
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ცვლილებელი შემეტანა საგაკვეთილო პროცესში. შესაძლოა ჩემს მიერ შეტანილი ცვლილებები არ იყო თანამიმდევრული და დახვეწილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი მასწავლებელი მუდამ უნდა ზრუნავდეს შეცვალოს საგაკვეთილო პროცესი უკეთესობისაკენ. მას შემდეგ , რაც დავადგინე ასებული პრობლემის წარმომქნის მიზეზები, დავგეგმე შემდეგი აქტივობები:
1. მრავალფეროვანი გაკვეთილების დაგეგმვა 2. დიფერენცირებული სწავლება მოსწავლეების შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით
30
3. ყველა დავალების მიცემისას მკაფიო და გასაგები ინსტრუქციების მიცემა 4. თემის საჭიროებიდან გამომდინარე, ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება 5. რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისწავლონ
3.6 ქმედებების / ინტერვენციების შეფასება
სასწავლო საგნების რეიტინგის შედეგების განხილვის შემდეგ, გავესაუბრე ,,მოწინავე საგნების“ (ინგლისური ენა და საბუნებისმეტყველო საფუძვლები) მასწავლებლებს იმის თაობაზე, თუ რა მეთოდებს მიმართავენ ისინი და რა აქტივობებს იყენებენ ძირითადად საგაკვეთილო პროცესში. ასევე კითხვარის (დანართი №4) საფუძველზე დასკვნების გამოტანის შემდეგ, გადავწყვიტე ჩატარებული გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. ვინაიდან ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა შერეული ტიპის მსწავლელი აღმოჩნდა და ასევე კოლეგების რჩევების გათვალისწინების შემდეგ, შევეცადე რაც შეიძლება მეტი (რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში) სახის აქტივობები შემეტანა გაკვეთილის პროცესში. აღნიშნულ პროცესში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მასწავლებლის ლექცია, წაეკითხათ და გაეაზრებინათ ტექსტი, ენახათ მასწავლებლის მიერ Power Point-ში გაკეთებული პრეზენტაციები, თვითონ მოემზადებინათ პრეზენტაციები, შეესრულებინათ პრაქტიკული სამუშაოები, მაგ.: გაკვეთილი თემაზე ,,ჰორიზონტის მხარეები“ ჩავატარე გარეთ, სადაც ბავშვებმა პრაქტიკაზე ისწავლეს კომპასის საშუალებით ჰორიზონტის მხარეების და აზიმუტის დადგენა. წინარე ცოდნის გააქტიურებისას ვიყენებდი სხვადასხვა თამაშებს, მაგ.: გაკვეთილის თემაზე ,,ბუნებრივი ზონები“ ჩატარებისას, წინასწარ მქონდა მომზადებული ბარათები, რომლებზეც ეწერა სხვადასხვა მონაცემები გარვეული ბუნებრივი ზონის შესახებ, ვასახელებდი რომელიმე ბუნებრივ ზონას და ვთხოვდი მოსწავლეებს აერჩიათ მხოლოდ ის ბარათები, რომელზეც ჩამოწერილი მონაცემები ემთხვეოდა ამ ბუნებრივი ზონის მონაცემებს. გარდა ამისა ვცდილობდი, ჩემს მიერ დაგეგმილი გაკვეთილები ძირითად კონსტრუქტივისტული ტიპისა ყოფილიყო. რაც შეეხება დიფერენცირებულ სწავლებას, ჩატარებული კვლევის მონაცემების საფუძველზე, დავრწმუნდი , რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მეთოდია საგანმანათლებლო პრაქტიკაში. მნიშვნელოვანია ეს მეთოდი გამოვიყენოთ, როგორც საკლასო ოთახში აქტივობების შერჩევისას, ასევე მოსწავლეებზე დავალების მიცემისას. აქედან გამომდინარე ვცდილობდი მოსწავლეებს თავად შეერჩიათ, რა დავალებას შეასრულებენ ისინი, ან კიდევ, ერთ და იგივე დავალებას სხვადასხვა მოსწავლეს ვაძლევდი მისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაგ.: თუ დავალების ძირითადი დანიშნულება იყო რუკის კითხვა, შედარებით სუსტ მოსწავლეს ვთხოვდი ჩამოეთვალა, თუნდაც კლიმატური სარტყლები, რომლებსაც ამოიცნობდა რუკაზე, ძლიერ მოსწავლეს კი
31
დამატებით ვთხოვდი დაეხასიათებინათ სარტყლები ბუნებრივი თვისებების მიხედვით და ა. შ.
საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას და დავალების მიცემის დროს ვაძლევდი მოსწავლეებს მკაფიო ინსტრუქციებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ მოცემული დავალება, ზოგჯერ ინსტრუქციას ჯერ ზეპირად გადავცემდი, შემდეგ კი ფურცლებზე ამობეჭდილს ვურიგებდი მოსწავლეებს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადრებას ვამახვილებდი იმაზე, თუ როგორ უნდა ესწავლათ ესა თუ ის სასწავლო მასალა, კერძოდ: ვუთითებდი მოსწავლეებს, რომელი ცნებები და ინფორმაციაა მნიშვნელოვანი, ვთხოვდი წასაკითხი მასალის ყველა აბზაციდან ამოეღოთ ძირითადი ცნებები და შემდეგ დაეკავშირებინათ ერთმანეთთან, გაეკეთებინათ ჩანაწერები სასწავლო მასალასთან დაკავშირებით და სხვ.
სასწავლო თემის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩავატარე რამდენიმე ინტეგრირებული გაკვეთილი, რამაც საშუალება მისცა მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ და აეთვისებინათ ინფორმაცია. ყველა ზემოთ აღნიშნული აქტივობების განხორციელებით, ვცდილობდი მაქსიმალურად შემეცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება საგნისადმი, შემეწყო ხელი სასწავლო მასალის გააზრებისათვის, მესწავლებინა მათთვის, როგორ უნდა ესწავლათ, რათა, ერთხელ და სამუდამოდ , მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ სასწავლო მასალის დაზეპირებით ისინი ახალ ცოდნას ვერ შეიძენენ, მით უფრო, ვერ შეძლებენ ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას.
ზემოთ აღნიშნული ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო. მოსწავლეებმა დაძლიეს გაუბედაობა, თანდათან დაიწყეს საკუთარი აზრების თამამად და თავისუფლად დაფიქსირება. შეიძინეს და განამტკიცეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. ისინი აქტიურად ერთობოდნენ საგაკვეთილო პროცესში, ხალისით ასრულებდნენ მოცემულ დავალებებს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მათ გაუჩნდათ ინტერესი საგნის მიმართ. ყველაზე დიდ მიღწევად ამ ეტაპზე მიმაჩნია ის , რომ მოსწავლეებმა მიხვდნენ , რომ კარგად სწავლისთვის სულაც არ არის აუცილებელი სასწავლო მასალის დაზეპირება, პირიქით სწავლის პროცესი შეიძლება საინტერესო და სახალისოც აღმოჩნდეს.
32
4. დასკვნა და რეკომენდაციები
დაკვირვების საფუძველზე გამოვიტანე დასკვნა იმის შესახებ, რომ განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდათ საგნისადმი ინტერესი. შეიცვალა სასწავლო მასალის ათვისების და გამოყენების ხარისხი, გაუმჯობესდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხიც. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ყველა ზემოთ აღნიშნული აქტივობების განხორციელებას სისტემატური ხასიათი ჰქონდეს, რათა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი არ შეიცვალოს უარყოფითისაკენ.
ვინაიდან მშობლების უმრავლესობას არ შეუძლია თავიანთი შვილების დახმარება საშინაო დავალებების შესრულებისას, აუცილებელია მასწავლებელმა ძირითადი დატვირთვა საკუთარ თავზე და საგაკვეთილო პროცესზე გადაიტანოს. რათგან, მასწავლებლების აზრით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასაათო განაწილება ხელს არ უწყობს საგაკვეთილო პროცესში ამის განხორციელებას. საჭიროა, მასწავლებელმა დამატებით ღონისძიებებს მიმართოს, ისეთებს როგორიცაა, მაგალითად , საგნობრივ წრეში მუშაობა.
გარდა ამისა, კვლევის შედეგებმა და დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელებამ მიჩვენა, რომ აუცილებელია : ყველა მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოს დიფერენცირებული სწავლების მეთოდები გაკვეთილის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები და რესურსები მრავალფეროვანი იყოს დავალებების ძირითადი ნაწილი შესრულდეს სკოლაში , მასწავლებლის თანდასწრებით მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმოს სასწავლო პროექტები
რაც შეეხება საკუთარი პრაქტიკის კვლევას, მართალია, რომ ყველა მასწავლებელი წლების მანძილზე აკვირდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ქცევას, თავისი საქმიანობით გამოწვეულ შედეგებს, მაგრამ ეს დაკვირვებები ზედაპირულ ხასიათს ატარებს და ხელს არ უწყობს, არამარტო სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, არამედ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას. მხოლოდ ის მასწავლებელი , რომელიც სისტემატურად მუშაობს საკუთარ განვითარებაზე, შეძლებს საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს მოსწავლეთა სწავლების პროცესში. ამიტომ , მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა უნდა მოინდომოს და ჩაუღრმავდეს არსებულ პრობლემებს, ამაში კი ხელს შეუწყობს საკუთარი პრაქტიკის კვლევა.
33
5. ბიბლიოგრაფია
[1] https://sch224s.mskobr.ru/files/problemi-6-8kl.pdf (29. 12. 2018.)
[2]ჯონ დიუის პედეგოგიკური კონცეფცია. მარია მონტესორის პედაგოგიკური კონცეფცია. ავტორი: მანანა მელექიშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№11.
[3] ჯონ დიუის პედეგოგიკური კონცეფცია. მარია მონტესორის პედაგოგიკური კონცეფცია. ავტორი: მანანა მელექიშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№12.
[4] ჯონ დიუის პედეგოგიკური კონცეფცია. მარია მონტესორის პედაგოგიკური კონცეფცია. ავტორი: მანანა მელექიშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№15.
[5]როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№37-38. http://tpdc.ge/ptk_files/_ckuploaded/220545.pdf
[6] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№42-43. http://tpdc.ge/ptk_files/_ckuploaded/220545.pdf
[7] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№45
http://tpdc.ge/ptk_files/_ckuploaded/220545.pdf
[8] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№46-47

[9] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№50-52/

[10] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№53-54

34
[11] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№55-58

[12] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№58-59.

[13] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№67-62.
http://tpdc.ge/ptk_files/_ckuploaded/220545.pd
[14]მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. ავტორი: თამარ ჭანტურია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2012წ. გვ.№4-9.
[15] როგორ ვაზროვნებთ. ავტორი: ჯონ დიუი.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013წ. გვ.№221-222.

35
6. დანართები
დანართი № 1
ჩემი დამოკიდებულება ცალკეული საგნების მიმართ
ტ-1
საგნისადმი დამოკიდებულება/საგანი
ქართული ენა
ინგლისური ენა
რუსული ენა
მათემატიკა
ისტორია
გეოგრაფია
მუსიკა
ხელოვნება
საბუნებ.საფუძვ.
სპორტი
ა 1.საგაკვეთილო პროცესი საინტერესოა
2.მომწონს მასწავლებელი
3.მომწონს კარგი ნიშნების მიღება
ბ 4.მშობლები მაიძულებენ სწავლას
5.ვსწავლობ,რადგან ვალდებული ვარ
6.საგნის ცოდნა გამომადგება ცხოვრებაში
გ 7.ვიღებ ახალ ცოდნას
8.მაფიქრებს 9.მსიამოვნებს გაკვეთილზე მუშაობა დ 10.ადვილია 11.მოუთმენლად ველოდები შემდეგ გაკვეთილს
36
12.ვცდილობ გავიგოიმაზე მეტი, ვიდრე მასწავლებელი ითხოვს
ტ-2
საგნისადმი დამოკიდებულება/საგანი
ქართული ენა
ინგლისური ენა რუსული ენა
მათემატიკა
ისტორია
გეოგრაფია
მუსიკა
ხელოვნება
საბუნებ. საფ.
სპორტი
ა 1.ზოგიერთი თემა მაინტერესებს
ბ 2.ვცდილობ კეთილსინდისიერად შევასრულო, რაც პროგრამით მევალება
გ 3. ვიღებ სიამოვნებას დავბალებების შესრულებისას
4. მაინტერესებს კანონები და თეზისები
37
დ 5.მაინტერესებს არამარტო ცოდნა ,არამედ მისი მიღების წესი
6.ჩემში ინტერესს იწვევს თვითგანათლება
წაიკითხე კითხვები და ყველა საგნის უჯრაში. მიუთითე რიცხვი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს პასუხს: ყოველთვის-2 ზოგჯერ-1 არსდროს-0
ჯგუფები: ა- სიტუატიური ინტერესი ბ- სწავლა საჭიროებიდან გამომდინარე გ-საგნის მიმართ ინტერესი დ-მაღალი შემეცნებითი ინტერესი
დანართი № 2
სწავლის სირთულე
კლასი______
1.რომელი საგნების სწავლა გიჭირს? ჩამოთვალე
2. მონიშნე,შენი აზრით, რა გირთულებს სწავლის პროცესს:
38
ჯამრთელობის პრობლემა, სწაფად ვიღლები გაკვეთილზე; სახლში არ მაქვს საკუთარი სამუშაო ადგილი უფროსები არ მეხმარებიან სწავლის დროს უარყოფითი გავლენა აქვთ თანატოლებს არ მაქვს საჭირო ხელსაწყოები და თვალსაჩნოებები წინა თემების სწავლისას ზოგი რამ გამომრჩა და/ან ვერ გავიგე მასწავლებელი საუბრობს მეტისმეტად სწრაფად არ მაინტერესებს ეს საგნები არ შემიძლია სწრაფად კითხვა, წერა, მთავარი აზრის ამოღება ნელა ვმუშაობ არ შემიძლია კონცენტრირება, ხშირად მეფანტება ყურადღება მიჭირს შედარება და დასკვნების გამოტანა ძნელად ვიმახსოვრებ წაკითხულს
დანართი № 3
როგორია ჩემი მასწავლებელი
№ კითხვები პასუხები
კი არა
1 მასწავლებელს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ჩემი სასწავლო მუშაობის შედეგი
2 მიჭირს მასწავლებელთან საუბრისას საერთო ენის გამონახვა
3 მასწავლებელი სამართლიანია
39
4 მასწავლებელმა ზუსტად ადგენს რა სირთულეს განვიცდი ამა თუ იმ თემის სწავლისას
5 მასწავლებელს აკლია გულისხმიერება მოსწავლესთან ურთიერთობისას
6 მასწავლებლის სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანია
7 მასწავლებელი ჩემთან მუშაობისას ითვალისწინებს ჩემს სირთულეებს
8 მე ძალიან მომწონს ჩემი მასწავლებელი 9 მასწავლებელი არ არის მომთხოვნი ჩემს მიმართ 10 მასწავლებელს შეუძლია ყოველთვის მომცეს კარგი რჩევა 11 დარწმუნებული ვარ,რომ ყველა საქმე, რასაც მასწავლებელი დამავალებს, ჩემთვის საინტერესო იქნება 12 მასწავლებლის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია 13 მასწავლებელის გაკვეთილები ყველა ერთნაირია, არ არის მრავალფეროვანი 14 მსიამოვნებს მასწავლებელთან ერთად მუშაობა 15 მასწავლებელი არ ითვალისწინებს ჩემს შესაძლებლობებს და ინტერესებს 16 მასწავლებელი ხშირად არ მაქცევს ყურადღებას გაკვეთილზე 17 მასწავლებელი ვერ გრძნობს ჩემს განწყობას გაკვეთილზე 18 მასწავლებელი ყოველთვის ბოლომდე მისმენს, როცა აზრს გამოვთქვამ 19 დარწმუნებული ვარ ,რომ ნებისმიერ სიტუაციაში მასწავლებლის ყველა ქმედება საჭირო და სწორია 20 არ გავუმხელ ჩემს საიდუმლოს მასწავლებელს 21 მასწავლებელი მსჯის ნებისმიერი შეცდომის დაშვებისას 22 მასწავლებელმა იცის ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები
40
23 მსურს ვიყო ისეთი ,როგორიცაა ჩემი მასწავლებელი
24 ჩემსა და მასწავლებელს შორის საქმიანი ურთიერთობაა
ანკეტა საშუალებას იძლევა საკმაოდ სრულად შევაფასოთ მასწავლებლისა და მოსწავლეს შორის პროფესიონალური ურთიეთობის სტილის კომპონენტები გნოსტიკური ან შემეცნებითი (კითხვები:1,4, 7, 10, 13*, 15*,19,22) ემოციური (კითხვები: 2*, 5*, 8, 11, 14, 17*, 20*, 23) ქცევითი (კითხვები: 3, 6 , 9*, 12, 16*, 18, 21*, 24*) სიმბოლო * მონიშნულია ის კითხვები , რომლების დადებითი პასუხის ვარიანტია ,,არა“. დანარჩენის ,,კი“. ყველა კითხვა, დადებითი პასუხის შერმთხვევაში, ფასდება 1 ქულით.
კითხვარის პასუხების ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევბს, უფრო ღმად გავიაზროთ მოსწავლისა და მასწავლებელს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის სტილი და დავიკავოთ რეფლექსიური პოზიცია თავის პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
შეფასება
გნოსტიკური კომპონენტი
1 - 3 ქულა - ზედაპირული
4 - 5 ქულა - სიტუაციური
6 - 8 ქულა - ღრმა
ემოციური კომპონენტი
1 - 3 ქულა - გულგრილობა
4 - 5 ქულა - ინტერესი
6 - 8 ქულა - ერთგულება
41
ქცევითი ასპექტი
1 - 3 ქულა - არაადეკვატური ასპექტი
4 - 5 ქულა - ადეკვატური ასპექტი
6 - 8 ქულა - ადეკვატური ასპექტი პროექციით მომავლისათვის
ურთიერთობა
0 - 7 ქულა - ურთიერთობა "აღმოფხვრა"
8 - 12 ქულა - ურთიერთობა "დისტანცია"
18-22 ქულა - ურთიერთობა "მეგობრობა"
19 - 24 ქულა - ურთიერთობა "ერთობლივი საქმიანობა"
დანართი № 4
კითხვები მშობლებისათვის 1. რომელი საგნების სწავლა უჭირს თქვენს შვილს?
2. შეგიძლიათ თუ არა მისი დახმარება ? __________
3. მონიშნეთ, რა ხსახის სირთულეებს განიცდის თქვენი ბავშვი, საშინაო დავალებების მომზადებისას:
გამოტოვა და/ან ვერ გაიგო გავლილი მასალა ვერ ამახვილებს ყურადფღებას თემის მთავარ მიზნებზე და წესებზე
42
იცის წესები, მაგრამ არ შეუძლია მათი გამოყენება ამოცანის გამოყვანისას, ჯერ ამოწმებს პასუხს და პასუხის მიოხედვით ანგარიშობს არ შეუძლია დიდხანს ჯდომა, ერთი წაკითხვის შემდეგ მთხოვს დახმარებას არ იცის , როგორ უნდა გააფორმოს საშინაო დავალება
4. რამდენი საათის განმავლობაში ამზადებს თქვენი შვილი გაკვეთილებს?_______ 5. რა ხასიათის დახმარებას უწევთ თქვენს შვილს საშინაო დავალების მომზადებისას: ვამოწმებ მომზადების ხარისხს ბევრჯერ ვამეორებინებ წესებს, რათა დაიზეპიროს ვამეორებინებ საჭირო თემის შინაარსს როცა უჭირს, ვეხმარები დავალების შესრულებისას ვცდილობ , თვითონ იპოვოს შეცდომები თვითონ მივუთითებ შეცდომებს ვცდილობ დავეხმარო თემის შინაარსისს გააზრებაში შედარებით ან თვალსაჩინო მაგალითების მოყვანით
6. გიწევთ თუ არა აიძულოთ შვილს საშინაო დავალების შესრულება? ______ 7. რა სტიმულს აძლევთ წარმატებული სწავლისათვის?_____________________________________________________ ________________________________________________ 8. თქვენი აზრით, როგორ უნდა დაეხმაროს მასწავლებელმა თქვენს შვილს სწავლაში უკეთესი შედეგების მიღწევისათვის?
___________________________________________________________________ ___________________________________________________________________ ___________________________________________________________________
43
__________________________________________________________________ __________________________________________________________________ __________________________________________________________________ __________________________________________________________________ __________________________________________________________________
დანართი № 5
რა ტიპის მსწავლელი ხართ?
1. უკეთესად ვიმახსოვრებ მასალას: ა) კითხვის დროს ბ)მოსმენის დროს გ) კეთების დროს 2. ინდივიდუალურად, წიგნიდან უფრო უკეთესად ვსწავლობ ვიდრე ჯგუფში ა) კი ბ) არა 3. კარგად ვსწავლობ, როცა ვინმეს ან რამეს ვუყურებ ა) კი ბ) არა 4. უკეთ ვიგებ და ვიმახსოვრებ, როდესაც თავად ან სხვა წარმოთქვამს ხმამაღლა ა) კი ბ) არა 5. ხმამაღლა ვიმეორებ იმას, რისი დამახსოვრებაც მინდა ა) კი ბ) არა 6. ისეთი პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა მიყვარს, რომლის ამოხსნაც საკუთარი ხელებით შემიძლია ა) კი ბ) არა 7. გრძელი ტესტებისა და დავალებების წერა მოსაბეზრებლად მიმაჩნია, ამ დროს მოუსვენარი ვარ და მინდა ვიმოძრაო ა) კი ბ) არა
44
რეფლექსია
ავრანლოს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში ჩავატარე კვლევა თემაზე: ,, რატომ უჭირთ მეშვიდე კლასის მოსწავლეებს გეოგრაფიაში სასწავლო მასალის და ტერმინოლოგიის ათვისება?“, რომლის მიზანიც იყო დამედგინა არსებული პრობლემის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიდა ნასწავლი მასალის გააზრება- ათვისებას, შემდგომში მის პრაქტიკაში გამოყენებას, და ამის საფუძველზე დამეგეგმა ინტერვენციები მათ აღმოსაფხვრელად.
კვლევის ჩატარება დავგეგმე ოქტომბერში და დავასრულე ივნისში. დაგეგმილი კვლევა განვახორციელე, როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით, კერძოდ: დაკვირვების და ანკეტირების საშუალებით.
ვიქრობ, რომ კვლევის მიზანს მეტ-ნაკლებად მივაღწიე, ვინაიდან აშკარა იყო ცვლილებები, როგორც მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობაში, ასევე შესწავლილი მასალის საფუძველზე მიღებული ცოდნის დიაგნოსტიკური ტესტირების დროს გამოყენებაში.
ჩემს მიერ შედგენილი კითხვარების საშუალებით, თავდაპირველად დავადგინე მოსწავლეთა ინტერესი საგნების მიმართ, შემდეგ მათი ინტერესის დონე გეოგრაფიისადმი. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა მხოლოდ 270/0-ს გააჩნია საგნისადმი ინტერესი. კითხვარების საშუალებით ასევე დავადგინე მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების დონე და მათი დამოკიდებულება საგნის მასწავლებლისადმი. მშობლების გამოკითხვის შედეგად გავიგე, რომ ისინი ნაკლებად არიან ჩართული თავიანთი შვილების სწავლის პროცესში, რომ მათი უმრავლესობა ვერ ეხმარება საშინაო დავალებების მომზადებაში. ამ შედეგების საფუძველზე დავგეგმე ინტერვენციები, რომლებიც გეგმის თანახმად განვახორციელე, კერძოდ:
1. მოსწავლეების შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით, დიფერენცირებული სწავლების მეთოდების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება. რამაც ხელი შეუწყო სასწავლო მასალის მათთვის მისაღებ დონეზე ათვისებას 2. ყველა დავალების მიცემისას მკაფიო და გასაგები ინსტრუქციების მიცემა, რომლების დახმარებით, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დამოუკიდებლად შეესრულებინათ საშინაო დავალებები 3. თემის საჭიროებიდან გამომდინარე, ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება, რაც ეხმარება მოსწავლეს არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, ააგოს ახალი ცოდნა და უკეთ გაიაზროს სასწავლო მასალა
45
4. რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისწავლონ, რომლის საშუალებით მოსწავლეებს უვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები და საშინაო დავალებების მომზადება მათთვის მოსაწყენი პროცესი აღარ იქნება.
ჩემი აზრით და სისტემატური დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე, აღნიშნული აქტივობები საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კარგად იმუშავა საგაკვეთილო პროცესში დიფერენცირებული და კონსტრუქტივისტული სწავლების მეთოდებმა. გარდა ამისა არანაკლებ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მკაფიო და გასაგებ ინსტრუქციებს , რომლებსაც მოსწავლეებს საშინაო დავალების მიცემისას ვაძლევდი.
სასწავლო წლის მანძილზე კვლევის მიგნებებს და შედეგებს ვუზიარებდი თანამშრომლებს, რომლებმაც აღნიშნეს , რომ ზემოთ ხსენებული პრობლემა ნამდვილად არსებობს, და, რომ ჩემს მიგნებებს აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკაში. რაც შეეხება მოსწავლეებს, მათი აზრით , გეოგრაფიის გაკვეთილები ბევრად საინტერესო გახდა. გარდა ამისა , მათ თავიანთ შესაძლებლობებში ეჭვი ნაკლებად ეპარებათ, ისინი ბევრად უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ, რაც კარგად ჩანდა სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილის მსვლელობისას. მოსწავლეები აქტიურად, აშკარა ინტერესით, იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ბრწყინვალედ გაართვეს თავი ყველა დავალების შესრულებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის, რომ მოსწავლეები აღარ იზეპირებდნენ სასწავლო მასალას, არამედ თანდათან სწავლობდენ მის გამოყენებას.
ვფიქრობ, ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის დროს შეძენილი გამოცდილება გამომადგება არამარტო მე, არამედ ჩემს კოლეგებსაც. ვაპირებ მომავალშიც გამოვიყენო კვლევის შედეგად მიღებული ცოდნა და ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციები საჭიროებისამებრ გამოვიყენო , როგორც ამ კლასში ასევე სხვა კლასებშიც. გარდა ამისა, პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ვთვლი, რომ შემიძლია საკმაოდ მნიშვნელოვანი რჩევები მივცე კოლეგებს , რომლებიც შემდგომში აპირებენ საკუთარი პრაქტიკის კვლევის დაგეგმვას და ჩატარებას.
46

Комментарии
Отправить комментарий