სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სამოდელო ინტეგრირებული
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
გაერთიანებული
სამეფო და აშშ - ინგლისურენოვანი ქვეყნები
|
მასწავლებლები:
|
ანტონინა ჯაყელიძე
(გეოგრაფია), თამარ გოგოლაძე (ინგლისური ენა)
|
საგნები:
|
გეოგრაფია , ინგლისური
ენა
|
თარიღი
|
23.05.2018
|
ხანგრძლივობა
|
55 წუთი
|
კლასი:
|
X
|
მოსწავლეთა პროფილი
|
11 მოსწავლე,
სსსმ მოსწავლე არ მყავს
|
აქტუალობა
|
საგაკვეთილო პროცესი და კლასში
არსებული გარემო ხელს შეუწყობს ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ინტეგრაციის და პრაქტიკაში, ცხოვრებაში
გამოყენების უნარ-ჩვევებს
|
მიზანი
|
გეოგრაფია:
ტექსტის, რუკებისა, ინგლისურენოვანი ტექსტების
და სხვა წყაროების მიხედვით მოიპოვონ ინფორმაცია აშშს და გაერთიანებული სამეფოს
შესახებ, იმსჯელონ მათი ეკნომიკური დონის შესახებ, შეადარონ ქვეყნები რამდენიმე მაჩვენებელის
მიხედვით.
უცხო ენა:
შეძლონ გაიგონ და გამოიყენონ ფაქტობრივი
მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტში მოცემული ინფორმაცია , გამოიყენონ ზეპირმეტყველების
უნარები.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
გეოგრაფია:
·
ჩამოთვლიან და დააჯგუფებენ ქვეყნების განვითარების
ხელშემწყობ და ხელშემშლელ (გეოგრაფიული მდებარეობა, სოციალური , პოლიტიკური და ეკონომიკური
მდგომარეობა) ფაქტორებს
·
ადგენს და ადარებს ერთმანეთს იმ
რესურსების ნუსხებს, რომლებიც გამოიყენება
მდიდარი და ღარიბი ქვეყნის მეურნეობაში; მსჯელობს რესურსებისა და ეკონომიკური განვითარების
დონის შორის არსებულ კავშირებზე
·
ადარებენ მთლიანი შიდა
პროდუქტისა და ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყნების მაჩვენებლებს;გამოთქვამს
საკუთარ მოსაზრებებს თითოეული მათგანის სრულყოფილებასა და ხარვეზებზე
ინგლისური
ენა:
·
ნაცნობ ელემე3ნტებზე დაყრდნობით ამოიცნობს უცნობი
სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას.
·
ამოიცნობს მთავარ თემას/ საკითხებს
·
ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას
|
მისაღწევი შედეგების
სტანდარტი
|
გეო.X.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოშინ რიგი
სოციალური და ეკონომიკური პარამეტრე-ბის მიხედვით.
გეო.X.3.მოსწავლეს
შეუძლია ქვეყნების კლასიფიკაციის საფუძველზე გააანალიზოს მათი განვითარების პერსპექტივები.
გეო.X.4. მოსწავლეს
შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს
მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.
უცხ.X.2. მოსწავლე
იგებს დიალოგს, ინტერვიუს.
უცხ.X.4.მოსწავლე
შინაარსის გასაგებად იყენებს სათანადო სტრატეგიებს.
უცხ.X.6.მოსწავლე
იცავს უცხოური ენისათვის მახასიათებელ ინტონაციას და აქვს სათანადო გამოთქმა
უცხ.X.15.მოსწავლე
იგებს ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე (ისტორიის,
კულტურის, ბუნებისმეტყველების სფეროდან.)
|
საჭირო წინარე
ცოდნა
|
გეოგრაფია:
1.სხვადასხვა თემატური რუკების პირობითი ნიშნების ცოდნა-გამოყენება
2.ცხრილების, დიაგრამების, გრაფიკების წაკითხვა-ანალიზი
3.ისტს ტექნოლოგიების გამოყენება
უცხო ენა:
1.კითხულობს და თარგმნის ტექსტს, იყენებს სათანადო სტრატეგიებს
2.შეუძლია საუბარი, კითხვების დასმა
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა№1. კლასის ორგანიზება.2წთ.
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს, უხსნის ინტეგრირებული
გაკვეტილის არსს და აქტუალობას.
აქტივობა№2.ტექსტის შედგენა. ჯგუფური მუშაობა. 5წთ.3წთ-შემოწმება.
მასწავლებელი ჰყოფს კლასს ორ ჯგუფად და სთავაზობს მათ ინგლისურენოვანი
და ქართულენოვანი დანაწევრებული ფრაგმენტებიდან ტექსტის აწყობას.პირველი ჯგუფი შეადგენს
ტექსტს აშშს, მეორე გაერთიანებული სამეფოს შესახებ.სრული ტექსტების მიხედვით ამოწმებენ
თავიანთ ნამუშევარს.
აქტივობა№3.ტექსტის ანალიზი . ინდივიდუალური მუშაობა. 10 წთ.
მასწავლებელი სთავაზობს იგივე ჯგუფებს განაწილდნენ ექსპერტებად.
ჯგუფი №1.აშშ.
ექსპერტი №1.აგროვებს
ზოგად ცნობებს აშშს შესახებ.
ექსპერტი №2.აგროვებს
ინფორმაციას ქვეყნის ბუნებრივი პირობების შესახებ
ექსპერტი №3.
.აგროვებს ინფორმაციას ქვეყნის მოსახლეობის შესახებ.
ექსპერტი №4.აგროვებს
ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკის შესახებ.
ექსპერტი №5.აგროვებს
ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკური რაიონების შესახებ
ჯგუფი №2.გაერტიანებული სამეფო.
ექსპერტი №1.აგროვებს
ზოგად ცნობებს ქვეყნის შესახებ.
ექსპერტი №2.აგროვებს
ინფორმაციას ქვეყნის ბუნებრივი პირობების შესახებ
ექსპერტი №3.
.აგროვებს ინფორმაციას ქვეყნის მოსახლეობის შესახებ.
ექსპერტი №4.აგროვებს
ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკის შესახებ.
ექსპერტი №5.აგროვებს
ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკური რაიონების შესახებ.
აქტივობა№4.ინფორმაციის
შეჯამება. ჯგუფური მუშაობა.5წთ.
ჯგუფის წევრები ეცნობიან ექსპერტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას და
აჯამებენ მას.
აქტივობა№5.
კითხვარის შედგენა.ჯგუფური მუშაობა.5წთ.
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შეადგინონ , შეარჩიონ და გადათარგმნონ
ინგლისურად კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვან ინგლისური ენის მასწავლებელს მისი აშშში და გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტების შესახებ.
აქტივობა№6. ინტერვიუ. ინდივიდუალური.
5-5წთ.
ჯგუფების მიერ შერჩეული წარმომადგენლები უსვამენ კითხვებს და იწერენ
პასუხებს.
აქტივობა№7.ტექსტის თარგმნა.ჯგუფური მუშაობა. 5წთ.მოსწავლეები
თარგმნიან ინტერვიუს პასუხებს.
აქტივობა№8. პრეზენტაცია. ინდივიდუალური. 5-5წთ.მოსწავლეები
აკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას.
აქტივობა№9.შეჯამება-შეფასება. 5წთ.
მოსწავლეები შეადერებენ ქვეყნებს სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით.შეავსებენ
გასასვლელ ბილეთებს.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტები: კომენტარები, გასასვლელი ბილეთები, ჩასანიშნი
დაფა
|
რესურსი
|
რუკები,დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელო, კომპიუტერი,
პროექტორი,მარკერები, ფლიფჩარტის ფურცლები, ლექსიკონები, GOOGLE ლექსიკონი.
|
Комментарии
Отправить комментарий