ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია



თარიღი: 27.03..2018
საგანი: გეოგრაფია
მასწავლებელი: ანტონინა ჯაყელიძე
კლასი:VII
                                                        რეფლექსია
    ჩემს მიერ დაგეგმილი გაკვეთილი ჩატარდა გეგმის შესაბამისად, მისი მსვლელობისას არ შეცვლილა არცერთი  აქტივობა. გაკვეთილის მთავარი მიზანი ბოლომდე იქნა მიღწეული, რაშიც დამეხმარა სწორად შერჩეული აქტივობები. მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი შეფასების რუბრიკები.
       გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გამომეყენებინა სწავლების კონსტრუქციული მეთოდი და შევარჩიე შესაბამისი აქტივობები. საკმაოდ ეფექტიანი იყო პირველი ეტაპი-გამოწვევა. ბავშვებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში, საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს წინარე ცოდნის გააქტიურება და მისი ახალ ცოდნასთან დაკავშირება. წინა გაკვეთილების თემებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ყურადღება გამემახვილებინა ისეთ გეოგრაფიულ კანონზომიერებებზე , როგორიცა ზონალობა და აზონალობა. ბავშვებმა შეძლეს რუკების გამოყენებით, წარმოედგინათ  და შეედარებინათ ეს კანონზომიერებები. რაც კარგად ჩანდა პრეზენტაციაში. ეფექტიანი იყო ჯგუფებზე სწორად შერჩეული და განაწილებული დავალებები და მკაფიო ინსტრუქციები. არსებული რესურსები ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანი იყო.
         მოსწავლეებმა, მასწავლებლის მინიმალური ჩარევით, შესძლეს წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოეპოვებინათ ახალი ინფორმაცია, აეგოთ ახალი ცოდნა. სწორედ ეს იყო გაკვეთილის მთავარი მიზანი. მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მათი მოტივაცია გაკვეთილის დასრულებამდე არ შეცვლილა.
      პრაქტიკიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტივობებისას გამოვიყენე სახვადასხვა შეფასების ინსტრუმენტები- მაგ.: ჯგუფური მუშაობისა გამოვიყენე ჩასანიშნი დაფა. რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების ბევრად ობიექტურ შეფასებას.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

საკუთარი პრაქტიკის კვლევა

ინტელექტუალური კლუბის ,,რა? სად? როდის?" დოკუმენტაცია

სოციალური პროექტი ,,კითხვის დროა"