საჩვენებრლი გაკვეთილის გეგმა მე-7-ე კლასი




                                      ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებები
მასწავლებელი: ანტონინა ჯაყელიძე
შენიშვნა
თარიღი: 27.03.2018

საგანი: გეოგრაფია
კლასი VII

თემა: გეოგრაფიული კანონზომიერებანი
დრო:45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 9 მოსწავლე, სსსმ არ მყავს

გაკვეთილის მიზანი: ტექსტის და სხვადასხვა თემატური რუკების გამოყენებით ,მოსწავლემ შესძლოს დაახასიათოს და დაასახელოს გეოგრაფიული კანონზომიერებანი.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:VII. 9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებრივი ზონალობის გამომწვევი მიზეზები.

მოსალოდნელი შედეგები:
1.რუკების გამოყენებით აღწერონ სხვადასხვა ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი ზონები.
2.მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, იმსჯელონ ზონალობის წარმოქმნის მიზეზებზე.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
1.რუკის პირობითი ნიშნების ცოდნა-გამოყენება.
2.სხვადასხვა რუკაზე მოპოვებული ინფორმაციის სხვა სახით წარმოდგენა.

შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი შეფასება: ჩასანიშნი დაფა, გასასვლელი ბილეთი , კომენტარი.
განმსაზღვრელი შეფასება :შეფასების რუბრიკა.

სასწავლო მასალა და რესურსები:
   გეოგრაფიული ატლასები, რუკები, მარკერები, სახელმძღვანელო, ფლიფჩართის ფურცლები, ფორმატის ფურცლები, სახაზავი, ფანქრები, დაფა, ცარცი.

აქტივობა №1გონებრივი იერიში. დრო:10 წთ. მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი: გაეცნონ კანონზომიერების არსს და მათ მნიშვნელობას.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გაიხსენონ გეოგრაფიული გარსის შემადგენელი ნაწილები-ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო და ბიოსფერო. უსვამს კითხვებს.
1.როგორ ფიქრობთ ეს სფეროები არიან თუ არა ურთიერთკავშირში?
2.რაში გამოიხატება მათი დამოკიდებულება ერთმანეთზე?
3.აქვთ თუ არა ამ ურთიერთკავშირს გარკვეული კანონზომიერება.
4.რა არის გეოგრაფიული გარსის ერთიანობა?
5.როგორ გესმით რიტმულობა? ზონალობა?
პასუხებს ისმენს და წერს დაფაზე.(საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ მინი-ლექციას.)
აქტივობა  №2ინფორმაციის ტრანსფორმაცია:15 წთ. ჯგუფური მუშაობა.
აქტივობის მიზანი: რუკებზე მოპოვებული ინფორმაცია წარადგინონ ცხრილის სახით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთავაზობს ჯგუფებს. გამოიყენონ ატლასებში მოცემული კლიმატური რუკები და სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ბუნებრივი ზონების რუკა. მოპოვებული ინფორმაცია წარადგინონ ცხრილის სახით.
მაგალითად:
კონტინენტი
კლიმატური სარტყელი
ბუნებრივი ზონა
ცხოველთა სამყარო





აქტივობა №3 პრეზენტაცია 10 წთ. ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი: წარადგინონ და გააანალიზონ მოპოვებული ინფორმაცია.
აქტივობის აღწერა: ჯგუფები შეარჩევენ თითო წარმომადგენელს. მოსწავლეები წარმოადგენენ მოპოვებულ ინფორმაციას სამხრეთი ამერიკის და აფრიკის ზონალობის შესახებ.
აქტივობა №4 შეჯამება .ვენის დიაგრამის შედგენა. 5 წთ. მთელი კლასი
 აქტივობის მიზანი: შეაჯამონ მოპოვებული ინფორმაცია.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ხაზავს დაფაზე ვენის დიაგრამას და სთავაზობს მოსწავლეებს აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ზონალობის შედარებას. მოსწავლეების პასუხებს იწერს დაფაზე.
აქტივობა №5.მოსწავლეთა თვითშეფასება.5წთ.გასასვლელი ბილეთის შევსება.
საშინაო დავალება: იპოვეთ ინფორმაცია სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე უდაბნო ატაკამა და აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე უდაბნო ნამიბის შესახებ, იმსჯელეთ წერილობით მათი წარმოქმნის მიზეზებზე.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

საკუთარი პრაქტიკის კვლევა

ინტელექტუალური კლუბის ,,რა? სად? როდის?" დოკუმენტაცია

სოციალური პროექტი ,,კითხვის დროა"