სტანდარტული გაკვეთილი მე-8-ე კლასში
საგანი: გეოგრაფია
მასწავლებელი: ანტონინა
ჯაყელიძე
თემა
|
ჩრდილოეთი ამერიკა.
|
სწავლების საფეხური
|
მე-VIII კლასი
|
თარიღი
|
23.02.2018
|
ხანგრძლივობა
|
45წთ
|
მოსწავლეთა პროფილი
|
14 მოსწავლე,სსსმ მოსწავლე არ არის
|
მიზანი
|
ტექსტის და ფიზიკური და სხვა თემატური რუკების
გამოყენებით შეაგროვონ და წარმოადგინონ მონაცემები ჩრდილოეთი ამერიკის შესახებ, და
დაახასიათონ რეგიონის გამოყოფის პრინციპი
|
მოსალოდნელი შედეგები
|
იყენებს რუკას და განსაზღვრავს ფიზიკურ-გეოგრაფიული,
ისტორიულ-კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ნიშნით მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის
თავისებურებებს.
|
მისაღწევი შედეგების სტანდარტი
|
გეო.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად
რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
გეო.VIII.2. .მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა
და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
გეო.VIII.9. .მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის
პრინციპები და ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები.
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
1.რუკის პირობითი ნიშნების ცოდნა-გამოყენება.
2.სხვადასხვა რუკაზე მოპოვებული ინფორმაციის
სხვადასხვა სახით წარმოდგენა.
3. მსოფლიოს რეგიონალური დაყოფის პრინციპები
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
კლასის ორგანიზება-5წთ.
აქტივობა#1.გონებრივი-იერიში.ასოციაციური
რუკა.მთელი კლასი-5 წთ.
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის შემოწმება,
მოსწავლეების სასწავლო პროცესში მაქსიმალური ჩართვა.
მიზნის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი უსვამს
კითხვებს მთელ კლასს.
·
რამდენ ძირითად ჯგუფად იყოფა
გეოგრაფიული რეგიონები?
·
რას ნიშნავს ფიზიკურ-გეოგრაფიული
დარაიონება?
·
საზოგადოებრივ- გეოგრაფიული
დარაიონება? და სხვა.
შემდეგ მასწავლებელი წერს დაფაზე სიტყვას
,,ჩრდილოეთი ამერიკა“ და სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ რა იციან მის შესახებ, ისმენს
პასუხებს და იწერს დაფაზე სქემის სახით.
აქტივობა#2.კონტინენტის ექსპერტები.წყვილებში
მუშაობა-15წთ.
აქტივობის მიზანი: რუკისა და სახელმძღვანელოს
გამოყენებით ააგონ ახალი ცოდნა
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გაემგზავრონ
ჩრდილოეთ ამერიკაში,ჰყოფს კლასს წყვილებად, თითოეულ წყვილს ანიჭებს ექსპერტის სტატუსს
და აძლევს დავალებას.
1 წყვილი-ჩრდილოეთი ამერიკის
გეოგრაფიული მდებარეობის და რელიეფის შემსწავლელი ექსპერტები.
მათ ევალებათ განსაზღვრონ ჩრდ.ამერიკის გეოგრაფიული მდებარეობა, უკიდურესი წერტილების გეოგრაფიული კოორდინატები,
ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები, აღწერონ კორდილიერების მთათა სისტემა.
2 წყვილი- კლიმატოლოგები.
მათ ევალებათ, დაადგინონ, რომელ კლიმატურ სარტყლებში
მდებარეობს ჩრდ.ამერიკა, რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას კონტინენტის ჰავის ფორმირებაზე,
როგორ იცვლება კლიმატური პირობები სამხრეთიდან ჩრდილოეთით.
3 წყვილი- ჰიდროლოგები.
მათ ევალებათ შეისწავლონ ჩრდ.ამერიკის ჰიდროლოგიური ქსელი-მდინარეები
და ტბები.
4 წყვილი-ლანდაშაფტმცოდნეები.
მათ ევალებათ, დაადგინონ, რომელი ბუნებრივი
ზონები წარმოდგენილია ჩრდ.ამერიკის კონტინენტზე, აღწერონ კორდილიერების სიმაღლებრივი
სარტყლურობა.
5 წყვილი-პოლიტოლოგები.
სწავლობენ ჩრდ.ამერიკის პოლიტიკური რუკის ფორმირების
ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას.
6.ეკონომისტები.
დაადგენენ რეგიონში არსებული მეურნეობის დარგების
განვითარებას და გავრცელებას, და მათი განვითარების ფაქტობრივ მიზეზებს.
7.დემოგრაფები.
შეისწავლიან რეგიონის მოსახლეობის სტრუქტურას,
მიგრაციის და განსახლების მიზეზებს.
აქტივობა#3.პრეზენტაცია-15წთ.
აქტივობის მიზანი:შეძლონ წარადგინონ და გააცნონ
კლასს მოპოვებული ინფორმაცია.
წყვილები აკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას.
აქტივობა#4.შეჯამება.ვენის დიაგრამა-5წთ.მთელი
კლასი.
აქტივობის მიზანი: დაუკავშიორონ ერთმანეთს მოპოვებული
ახალი მონაცემები, გამოიტანონ დასკვნები.
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შეაჯამებენ
შესწავლილ ინფორმაციას.
|
რესურსი
|
სახელმძღვანელო,
დაფა, ცარცი,მსოფლიოს (ჩრდ.ამერიკის) ფიზიკური რუკა, მსოფლიოს კლიმატური რუკა, ჩრდ.
ამერიკის ბუნებრივი ზონების რუკა ,მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, ჩრდილოეთ ამერიკის კომპლექსური
რუკა, ფურცლები, ფლიფჩართები, მარკერები.
|
შეფასება
|
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
|
თარიღი: 23.02.2018
საგანი: გეოგრაფია
მასწავლებელი: ანტონინა
ჯაყელიძე
კლასი:VIII
რეფლექსია
გაკვეთილი ჩატარდა
გეგმის შესაბამისად, მისი მსვლელობისას არ შეცვლილა არცერთი ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობა. გაკვეთილის მთავარი
მიზანი ბოლომდე იქნა მიღწეული, რაშიც დამეხმარა სწორად შერჩეული აქტივობები.მოსწავლეებს
წინასწარ გავაცანი შეფასების რუბრიკები.
სამუშაო
პრაქტიკის მანძილზე , სასწავლო პროცესზე დაკვირვებისას, შევნიშნე, რომ ამ კლასში განსაკუთრებით
ეფექტიანი იყო წყვილებში მუშაობის ფორმა. გადავწყვიტე დღევანდელი გაკვეთილის მსვლელობისას
გამომეყენებინა,ვინაიდან იგი უზრუნველყოფდა საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას.
ეფექტიანი იყო აგრეთვე წყვილებზე სწორად შერჩეული და განაწილებული დავალებები და მკაფიო
ინსტრუქციები.
მოსწავლეებმა,
მასწავლებლის მინიმალური ჩარევით, შესძლეს წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოეპოვებინათ
ახალი ინფორმაცია, აეგოთ ახალი ცოდნა.სწორედ ეს იყო გაკვეთილის მთავარი მიზანი. მოსწავლეები
მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მათი მოტივაცია გაკვეთილის დასრულებამდე
არ შეცვლილა.
განმავითარებელი შეფასებისას , გამოვიყენე ჩასანიშნი
დაფა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ეს შეფასების ინსტრუმენტი ეფექტიანია გარკვეული აქტივობების შესრულებისას,
მაგალითად დამოუკიდებელი მუშაობის დროს. სხვა დროს კი უკეთესია ვრცელი კომენტარების
მიცემა.
ინსტრუქცია
1.გეოლოგები.
1.გამოიყენეთ მსოფლიოს ფიზიკური რუკა(გვ.2-3), დედამიწის
ქერქის აგებულების რუკა(გვ.4-5) და ჩრდილოეთი ამერიკის ფიზიკური რუკა(გვ.22).
2.მსოფლიოს ფიზიკური რუკის გამოყენებით დაადგინეთ მისი
გეოგრაფიული მდებარეობა:
·
რამდენ და რომელ ნახევარსფეროებში მდებარეობს?
·
რომელი ოკეანეებით გარშემორტყმულია?
3. ქერქის აგებულების რუკაზე დაადგინეთ რა სახის ქანებისაგან
შედგებაკონტინენტის აგებულება.
4. ჩრდილოეთი ამერიკის ფიზიკურ რუკაზე იპოვეთ სახელმძღვანელოშ
ჩამოთვლილი გეოგრაფიული ობიექტები და სასარგებლო წიაღისეული.
ინსტრუქცია
2.კლიმატოლოგები.
1. გამოიყენეთ კლიმატური სარტყლების რუკა(გვ.7) :
·
ჩამოთვალეთ
, რომელ კლიმატურ სარტყლებში მდებარეობს ჩრდილოეთი ამერიკა
2.წაიკითხეთ
ტექსტი:
·
ჩამოთვალეთ ჰავის თავისებურებების ფაქტორები.
·
რომელი ჰაერის მასები თავისუფლად აღწევს და ვრცელდება კონტინენტის სიღმეში
·
რა შედეგები მოჰყევა ამას
ინსტრუქცია
3. ჰიდროლოგები.
1. გამოიყენეთ
ჩრდილოეთი ამერიკის ფიზიკური რუკა(გვ.22)
·
ჩამოთვალეთ და იპოვეთ კონტინენტის უმთავრესი მდინარეები
·
ჩამოთვალეთ და იპოვეთ კონტინენტის ტბები
·
დაასახელეთ და იპოვეთ რუკაზე ჩანაცქერი ნიაგარა
2. წაიკითხეთ ტექსტი:
·
დასახელეთ ნალექების რაოდენობა
·
ჩამოთვალეთ მდინარეების კვების სახეები
ინსტრუქცია
4.ლანდშაფტმცოდნეები.
1.გამოიყენეთ ბუნებრივი
ზონების რუკა(გვ.8)
·
ჩამოთვალეთ , რომელი ბუნებრივი ზონებია გავრცელებული
კონტინენტზე
2.გამოიყენეთ ჩრდილოეთი ამერიკის ბუნებრივი ზონების რუკა(გვ.23)
·
დაახასიათეთ კორდილიერების სიმაღლებრივი ზონალობა
·
ჩამოთვალეთ კონტინენტის ცხოველები, დაასახელეთ ენდემური
ცხოველი და მცენარე
ინსტრუქცია
5.პოლიტოლოგები
1.წაიკითხეთ ტექსტი .
დაადგინეთ რეგიონებში შემავალი სახელმწიფოების ადმინისტრაციული
მოწყობა და მმართველობის ფორმები.
2.გამოიყენეთ მსოფლიოს ფიზიკური რუკა(გვ.10-11)
·
დასახელეთ და იპოვეთ რუკაზე ჩრდილ;ოეთი ამერიკის ძირითადი
რეგიონები
ინსტრუქცია
6.დემოგრაფები.
1.წაიკითხეთ ტექსტი
·
დაასახელეთ კონტინენტის მოსახლეობის რაოდენობა
·
ისაუბრეთ რეგიონებში დემოგრაფიული ქცევის შესახებ
·
დაასახელეთ მიგრაციის ძირითადი მიმართულებები და მიზეზები
2.გამოიყენეთ მსოფლიოს ხალხების და მოსახლეობის სიმჭიდროვის
რუკა(გვ.12-13)
·
ისაუბრეთ მოსახლეობის განლაგების მიზეზებზე
ინსტრუქცია
7.ეკონომისტები.
1.წაიკითხეთ ტექსტი
·
დასახელეთ რეგიონებში გავრცელებული მეურნეობის დარგები
2.გამოიყენეთ ჩრდილოეთი ამერიკის კომპლექსური რუკა
·
დაასახელეთ კულტურები გავრცელების რაიონები
·
გამოყენებული მიწების სახეობები
·
მესაქონლეობის დარგების გავრცელების რაიონები
გეოგრაფიული საშუალებების (რუკა, ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა )
გამოყენება და შექმნა
ნიშანი
|
1–4
|
5–7
|
8–10
|
კითხვა, წყაროზე მუშაობა
|
წაკითხული ინფორმაცია ერთი ან
რამდენიმე ელემენტებისაგან შედგება
|
ესაჭიროება მითითებები როგორ მოიპოვოს
საჭირო ინფორმაცია, მოპოვებული ინფორმაცია, არასრულია და ზოგჯერ უზუსტო
|
დამოუკიდებლად და სრულიად
მოიპოვებს ინფორმაციას
|
გეოგრაფიული რუკების გამოყენება
|
უჭირს ადეკვატური მონაცემების
შეგროვება
|
ერევა საშუალებების თემატური
დანიშნულება, სრულად ვერ მოიპოვებს და ამუშავებს ინფორმაციას
|
ანსხვავებს სხვადასხვა ტიპის
საშუალებებს თემატიკის მიხედვით და შეუძლია მათი გამოყენებით ინფორმაციის
მოპოვება, შედარება და ინტერპრიტაცია
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
მოსწავლეებს
თითოეულ კრიტერიუმში ენიჭებათ ნული ან ერთი ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად
ითვლება მათი ჯამი. მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.
მოსწავლის
სახელი, გვარი
|
||||||||||
1.
|
2.
|
3.
|
4.
|
5.
|
6.
|
7.
|
8.
|
9.
|
10.
|
|
საინტერესო შესავალი (პრობლემის
იდენტიფიცირება)
|
||||||||||
კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი
|
||||||||||
შემოქმედებითი უნარი
|
||||||||||
პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
|
||||||||||
თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური
ჯაჭვი)
|
||||||||||
საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
|
||||||||||
თვალსაჩინოებების გამოყენება
|
||||||||||
აუდიტორიასთან კონტაქტი
|
||||||||||
ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური
კითხვა-პასუხი)
|
||||||||||
დროის ლიმიტის დაცვა
|
||||||||||
ჯამი
|
გაკვეთილში ჩართულობა
ქულები და კრიტერიუმები
|
9–10
|
7–8
|
4–5–6
|
1–2–3
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის
მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ
მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს
მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს
მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად
წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და
არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს
საკუთარ მოსაზრებას
|
სირად ახერხებს საკუთარი აზრის
დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად
ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის
დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ
მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი
აზრის მიმართ პატივისცემას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ
მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის
დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
მე-8-ე კლასი ჩასანიშნი დაფა
სახელი, გვარი
|
|||
უჭირს ადეკვატური
მონაცემების შეგროვება
|
ერევა საშუალებების
თემატური დანიშნულება,სრულად ვერ მოიპოვებს და ამუშავებს ინფორმაციას
|
ანსხვავებს სხვადასხვა
ტიპის საშუალებებს თემატიკის მიხედვით და შეუძლია მათი გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება,
შედარება და ინტერპრიტაცია
|
|
ანთაძე იზოლდა
|
|||
გაგლოევი გიორგი
|
|||
ვაშაყმაძე რაინდი
|
|||
ზუნტურუვა მარი
|
|||
ირემაძე მირზა
|
|||
კახაძე თათია
|
|||
კახაძე ლიზი
|
|||
კოჩალიძე ეკა
|
|||
პასენოვა მარია
|
|||
მგელაძე ელზა
|
|||
საბაძე რეზო
|
|||
სურმანიძე მარი
|
|||
ღორჯომელაძე ბაგრატ
|
|||
ჯაყელი ლაშა
|
|||
Комментарии
Отправить комментарий